გატეხილი ნავსები

გატეხილი ნავსები

როგორც იცით, გუშინ გაიმართა მორიგი "ელ კლასიკო" "სანტიაგო ბერნაბეუზე". თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. საბოლოო შედეგი ტაბლოზე 1:1 დაფიქსირდა. გოლები კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულებიდან გავიდა ორივე გუნდის მხრიდან. პირველად ეს ლეო მესიმ მოახრეხა, ხოლო მეორედ მისმა უშუალო მეტქოემ, კრიშტიანო რონალდომ.

 

აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში რამდენიმე ნავსი იყო გასატეხი. საბოლოოდ სამი ნავსი მაინც გატყდა. ლიონელ მესის არასდროს ჰქონდა გოლი გატანილი იმ გუნდებისთვის, რომელსაც ჟოზე მოურინიო წვრთნიდა. გუშინ ღამე კი არგენტინელმა ტალანტმა ეს მოახერხა და პენალტი გოლად გარდასახა.

 

მადრიდელთა მხრიდან ნავსი კრიშტიანო რონალდოს გქონდა გასატეხი. მას არასდროს გაეტანა გოლი "ბარსელონასთვის" ამ მატჩამდე. აღსანიშნავია, რომ მას ერთადერთხელ ჰქონდა ყველაზე რეალური შანსი ამის გაკეთებისა მაშინ, როდესაც "მანჩესტერის" ღირსებას იცავდა, თუმცა თერთმეტმეტრიანი ზუსტად ვერ შეასრულა და ძელს გაარტყა ბურთი. გუშინდელ შეხვედრაში კი პენალტი ზუსტად შეასრულა.

 

მესამე ნავსი კი იყო გუნდური. მას შემდეგ რაც გვარდიოლა სათავეში ჩაუდგა "ბარსელონას", "მერენგებმა" ვერა და ვერ შეძლეს მათი დამარცხება. პეპის გუნდის 100%–იანი შედეგი ჰქონდა გასვლაზეც და სახლშიც. უნდა აღვნიშნოთ, რომ ნავსი გატყდა, მაგრამ არა ისე, რომ კატალონიელები იმედგაცრუებულნი დარჩენილიყვნენ. "ლოს ბლანკოსმა" მხოლოდ ის მოახერხა, რომ 100%–იანი შედეგიანობა შეუწვიტა კატალონიელთ, მაგრამ მათი დამარცხება ვერ შეძლეს. თუმცა ამით ყველაფერი არ სრულდება, რადგანაც მომდევნო 15 დღეში 3 "კლასიკოს" ვიხილავთ და ყველაფერია მოსალოდნელი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.