როსელი სიტყვების უკან წაღებას ცდილობს

როსელი სიტყვების უკან წაღებას ცდილობს

როგორც იცით, კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ "ლურჯ–ბროწეულისფერები" "მერენგებს" კვლავ 5:0 მოუგებდნენ თასის ფინალში.

 

"მე ჩემი პროგნოზი გამოვთქვი, რომელიც დაფუძნებული იყო სოლიდარობაზე. სწორი ნამდვილად არ ვიყავი. უბრალოდ იმ დროს კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო ჩემი სიტყვები. მე სულ სხვა მნიშვნელობით ვთქვი". იმართლებდა თავს როსელი.

 

"მე ვფიქრობდი მხოლოდ საფეხბრუთო ანგარიშზე და არა იმაზე, რომ ვინმე გამეღიზიანებინა, ეს არ იყო ირონია. ფლორენტინო პერესთან მე ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. თუმცა ეს იმდენად ღრმა ურთიერთობა ნამდვილად არ არის, როგორც მაგალითად, ბავშვებს აქვთ თავიანთ ნათლიებთან. რაც შეეხება მატჩს, ძალიან დაძაბული იყო. კარგად მოემზადნენ ფეხბურთელებიც და მწვრთნელიც". დაასრულა როსელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.