ჩავი: "მოგება შეგვეძლო"

ჩავი: "მოგება შეგვეძლო"

გუნდის ვიცე – კაპიტანმა ჩავი ერნანდესმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა გასულ "ელ კლასიკოსთან" დაკავშირებით. 

"ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, ვაკონტროლებდით მატჩს და შედეგიც ჩვენდა სასარგებლოდ იყო, მაგრამ არ გაგვიმართლა, ვერაფერს ვიზავთ. ვფიქრობ, რომ დღეს მადრიდის "რეალს" თამაშით ვაჯობეთ, იმისდა გათვალისწინებით, რომ "ბერნაბეუზე" ვითამაშეთ და პუბლიკა რა თქმა უნდა "მათი იყო".

"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ "რეალს" თამაში არ სურდა, მათ სურდათ მოეგერიებინათ ბურთი, ისინი დაკავებულნი იყვნენ ჩვენი შეტევების ჩაშლით და არა თავიანთი იერიშების შექმნით".

"რაც არ უნდა იყოს სხვაობა კვლავ 8 ქულაა "რეალთან" და ეს კომფორტული სხვაობაა ჩვენთვის".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.