პუიოლის ტრავმა სერიოზული არ არის

პუიოლის ტრავმა სერიოზული არ არის

დღეს კარლეს პუიოლმა  23 იანვრის შემდეგ პირველად ითამაშა წელს "ბარსელონას" შემადგენლობაში. მან უმძიმესი ტრავმა მოიშუშა და დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ მატჩის ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო. 

მატჩის 58–ე წუთზე იგი შეცვლილი იქნა გვარდიოლას მიერ, მის ნაცვლად მოედანზე კეიტა შევიდა. 

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ შემდგომი განაცხადა: " კარლესმა მატჩის 58–ე წუთზე მარცხენა ფეხში ტკივილი იგრძნო, მას კუნთთან შეექმნა დისკომფორტი. არ ვაპირებდით გარისკვას და მისი 90 წუთის მანძილზე მოედანზე დატოვებას. მისი ტრავმა არ არის სერიოზული, ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უახლოეს მატჩში იგი ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს".

მცირე დაზიანება მიიღო ადრიანო კორეიამაც, რომელცი ასევე იქნა შეცვლილი  მაქსველი მიერ.

რაც შეეხება რაულ ალბიოლს, მან პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, ამიტომაც სათასო ფინალს იგი გამოტოვებს. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.