კარამბე: "ბრძოლა "რეალსა" და "ბარსელონას" შორის მუდმივია"

კარამბე: "ბრძოლა "რეალსა" და "ბარსელონას" შორის მუდმივია"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტიან კარამბემ ისაბურა მოახლებულ "ელ კლასიკოზე", რომელიც გაიმართება ლა ლიგის ეგიდით, დღეს 23 საათსა და 55 წუთზე (თბილისის დროით). იტყობინება "უეფას" ოფიციალური საიტი.

 

"ყველა – დიდი თუ პატარა ძალიან დიდი ინტერესით ელოდება ამ ულამაზეს მატჩს. თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს თაობიდან თაობაზე გადადის. ამ მატჩს უამრავი გულშემატკივრები ჰყავს, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც არცერთი "კლასიკო" არ გამოუტოვებიათ და დადიან ამ თამაშზე ძალიან, ძალიან დიდი ხანია. ეს საფეხბურთო სასწაულია. ეს ორი გიგანტი მსოფლიოში საუკეთესოა და ორივე ერთმანეთის დამარცხებაზე ფიქრობს. ეს მუდმივი ბრძოლაა". დაასრულა კრისტიან კარამბებ "უეფას" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.