მოურინიომ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე საუბარი არ ისურვა

მოურინიომ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე საუბარი არ ისურვა

მადრიდის ”რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხი არ გასცა. მის ნაცვლად ისაუბრა თავისმა თანაშემწემ, აიტორ კარანკამ.

”ყოველ ჯერზე, როცა ის საუბრობს მის სიტყვებს აზვიადებენ. ჟოზეს არ სურს, რომ ეს ასე მოხდეს. არ ვფიქრობ, რომ ეს ”რეალის” გულშემატკივრების უპატივცემულობაა. ”ბლანკოსის” გულშემატკივრებმა ისედაც იციან, რომ მწვრთნელი 100%-ით იხარჯება და კლუბისადმი თავდადებულია. ეს არ უკავშირდება იმას, ლაპარაკობს თუ არა ის” - განაცხადა აიტორ კარანკამ.

მთელი პრეს-კონფერენციის მიმდინარეობისას მოურინიო კარანკას გვერდით იჯდა და ხმა არ ამოუღია.

აქვე გთავაზობთ მცირე მონაკვეთს პრეს-კონფერენციიდან, სადაც კარგად ჩანს ჟოზე მოურინიოს ქმედება.
                                     [media=http://www.youtube.com/watch?v=S2QIlAsWJdA]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.