გვარდიოლა მატჩის წინ

გვარდიოლა მატჩის წინ

გვარდიოლას დღეს ურთულესი გამოცდების ჩაბარება უწევს, ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა: "მე ყოველთვის მაოცებდა მადრიდის თამაში, მისი ფეხბურთელების მწვრთნელი. ბავშვობის დროსაც ასე იყო. ახლა ისინი ბევრად ძლიერები არიან, ვიდრე სეზონის პირველ ნახევარში. ისინი უფრო სწრაფები, ძლიერები არიან და ახორციელებენ ძალიან სახიფათო დარტყმებს. მათ უამრავი გზით შეუძლიათ წარმატების მიღწევა".

"ჩვენი თამაშის სტილი რადიკალურად განსხვავებულია. ჩვენ მათ ვჯობნით პოზიციურობასა და ბურთის ფლობაში, მაგრამ მაქსიმალურად უნდა დაიხრჯონ ფეხბურთელები, რათა მათ არ მიეცეთ კონტრ–შეტევის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევეში "რეალს" ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს და წარმატებას მიაღწევენ. სანამ ჩვენ ბურთს ვაკონტროლებთ და შედეგ დავარტყამთ, მათ შეუძლიათ ძალიან სწრაფად შეიყვანონ ბურთი თამაშში და 3–4 წამში უვკე ჩვენს ნახევარზე აღმოჩნდნენ. ამ ბოლო ხანებში, ყველაზე ძლიერი გუნდი არის მადრიდი, ამიტომაც ძლიან გაგვიჭირდება მოედანზე დომინირება".

"ჩვენ ვეცდებით, რომ საკუთარი თამაში შევთავაზოთ მადრიდელებს, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი "ბერნაბეუზეა" და მათ უდიდესი მხარდაჭერა ექნებათ. მართალია ჩვენ ბოლო წლების განმავლობაშ ვიგებდით მადრიდში, მაგრამ ისინი მაინც ფავორიტები არიან. ოდესღაც მე მათთან დავმარცხდები ან როგორც "ბარსელონას" მწვრთნელი ან სხვა გუნდის".

"ჩვენ ბედმა სამივე ფრონტზე შეგვახვედრა ერთმანეთს, მაგრამ ეს არ არის ფლეი–ოფი, ეს სამი სხვადასხვა ტურნირია. ისტორიამ მოგვანიჭა ჩვენ ამის შესაძლებლობა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლო წუთამდე. საკუთარი პრივილეგიები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ".

გვარდიოლამ ასევე თქვა, რომ 8 ქულიანი ჰანდიკაპის მიუხედავად, წაგების შემთხვევაში ხალხმა "ბარსა" ჩემპიონად არ უნდა ჩათვალოს: "წინა წელსაც ანალოგიურად მოხდა, ჩვენ 4 ქულიანი ჰანდიკაპით ვეწვიეთ "ბერნაბეუს" და ხალხი მატჩის შემდეგ ფიქრობდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, "ბარსა" ჩემპიონი იყო. მაგრამ როგორც იცით, საბოლოოდ 3 ქულით გავიმარჯვეთ და ისიც ბოლო მატჩში დაკარგეს მათ ქულები, ასე რომ, შეიძლება წელსაც იგივე განმეორდეს".

"ბევრი რამ მოხდება ამ კვირას და არ არის გამორიცხული, რომ დავმარცხდეთ. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგანაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ფეხბურთელები მაინც ჩადგნენ ფორმაში. ჩვენ შეგვიძლია "ბერნაბეუზე" გამარჯვება" და თუ ვითამაშებთ რწმენა დაკარგულები, მაშინ "რეალი" თავის თამაშს მოგვახვევს თავს და აუცილებლად დაგვამარცხებს. მოსაგებად გვჭირდება მოედანზე დომინირება და ბურთზე კონტროლის დაწესება".

პუიოლის შესაძლო თამაშზე, გვარდიოლამ თქვა: "დონეცკში ყოფნისას, ჩვენ ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გავიგეთ, რომ პუიოლი გამოჯანმრთელდა. დაზიანება სრულად აღმოიფხვრა და ტკივილის გაქრა. მე იგი განაცხადში შევიყვანე და გადავწყვეტ ითამასებს თუ არა".

გვარდიოლა, როგორც ყოველთვის არ ჩაერია მოურინიოს საქმეში. მოგეხსენებათ პრეს–კონფერენციაზე პორტუგალიელმა კვლავ თავისი თანაშემწე, კარანკა გაგზავნა: "ძალიან გთხოვთ, ამასთან დაკავშირებით ნურაფერს მკითხავთ, არ არის საჭირო ასეთ რამეზე კომენტარი გავაკეთო, მე არ ვერევი სხვა ადამიანების საქმეებში. როგორც უნდა ისე მოიქცევიან და ეს ჩვენი გასაკრიტიკებელი არაა. შეიძლება ზოგჯერ ჩემს მაგივრად ჩემი თანაშემწე წარსდგეს პრეს–კონფერენციაზე, ანალოგიურად, როგორც მოურინიოს შემთხვევაში, ეს დასაძრახი არ არის".

საბოლოო კითხვაზე, დაასვენებს თუ არა იგი ვინმეს სამეფო თასის მატჩისთვის, მწვრთნელმა უპასუხა: "არა! მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ძლიერი გუნდით წავრსდგე მოწინააღმდეგის წინაშე, მითმეტეს თამაში არის "ბერნაბეუზე", ხოლო "რეალი" არის ძალიან კარგი გუნდი, რომელსაც უამრავი ევრო ტურინირი აქვს მოგებული. კვირამდე მე არ ვიფიქრებ სამეფო თასის ფინალზე. ჩვენ ჯერ ლა ლიგისთვის ვიბრძოლებთ. გამარჯვების შემთხვევაში, უდიდეს ნაბიჯს გადავდგამთ წინ, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობ სამომავლო მატჩებზე, მხოლოდ ჩასატარებელ თამაშზე გვაქვს სრული კონცენტრაცია. თუ მხოლოდ სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე ვიფიქრებთ, მაშინ აუცილებლად დავმარცხდებით".

"ძალიან ამაყი ვარ, რომ სამივე ფრონტზე წარმატებით ვიბრძვით ბოლო სამი წელია. ჩემპიონობისთვის საჭიროა გვქონდეს მიზანი და სწორედ ამ მიზნით უნდა იასპარეზო მთელი სეზონი, რათა ტრიუმფით დაასრულო წელი". დაასრულა პეპ გვარდიოლამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.