"რეალს" გაგო, ლასი, გრანერო, ლეონი და კანალესი დააკლდებიან

"რეალს" გაგო, ლასი, გრანერო, ლეონი და კანალესი დააკლდებიან

მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ 19 ფეხბურთელის სია, რომლებიც ჟოზე მოურინიომ "ბარსელონასთან" გასამართი პირველი მატჩის განაცხადში შეიყვანა. განაცხადს მიღმა დარჩნენ ტრავმირებული გაგო და ლასანა დიარა, ასევე დისკვალიფიცირებული გრანერო. პორტუგალიელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, სათადარიგოთა სკამზეც კი ვერ მოხვდებიან პედრო ლეონი და კანალესი.

 

მადრიდელთა განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: კასილიასი, ადანი, დუდეკი;

მცველები: პეპე, გარაი, კარვალიო, სერხიო რამოსი, არბელოა, ალბიოლი, მარსელო;

ნახევარმცველები: ჩაბი ალონსო, იოზილი, დი მარია, ხედირა, კაკა;

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ, ადებაიორი, იგუაინი, ბენზემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.