ჩავი - ”რეალის” რისხვა

ჩავი - ”რეალის” რისხვა

ჩავიერ ერნანდესი ”რეალისთვის” ნამდვილად არასასურველი მეტოქეა. ნახევარმცველის ანგარიშზე ყველაზე ბევრი საგოლე გადაცემაა.

გასული ორი სეზონის განმავლობაში ჩავიერ ერნანდესმა განსაკუთრებული როლი ითამაშა ”ბარსელონას” გამარჯვებებში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” (2-6; 0-2). ”ბლაუგრანას” ფეხბურთელების მიერ გატანილი რვა გოლიდან ექვსი ჩავის გადაცემის შედეგად გავიდა. ”ლურჯ-ბროწეულისფერთა” 6 ნომრის პასით ლიონელ მესიმ სამჯერ აიღო კასილიასის კარი. ჩავის გადაცემების ადრესატები გახდნენ პუიოლი, პედრო და ანრიც.

 

2008/09 მადრიდის ”რეალი” - ”ბარსელონა” (2:6)

1-2 (20-ე წუთი) მას შემდეგ, რაც იგუაინმა და ანრიმ გოლები გაიტანეს, კუთხურის ალამთან მდგომმა ჩავიმ სიგნალის ნიშნად ხელი აწია და დარტყმა განახორციელა. ჩავის პასი კარლეს პუიოლმა გამოიყენა და შესანიშნავი თავური დარტყმით ანგარიში გაზარდა.

1-3 (35-ე წუთი) ჩავი ბურთს ართმევს საკუთარ ნახევარზე მყოფ ლასს და აწვდის მესის, რომელიც შანსს აღარ უტოვებს იკერ კასილიასს.

2-4 (58-ე წუთი) სერხიო რამოსის მიერ ანგარიშის სხვაობის შემცირების შემდეგ, ტურე პასს აძლევს ჩავის. თავის მხრივ ჩავი გრძელ გადაცემას უკეთებს ანრის. ეს უკანასკნელი კი სცდება რამოსს და კიდევ ერთი გოლი გააქვს მეტოქის კარში.

2-5 (73-ე წუთი) საჯარიმოსთან ახლოს მესი ჩავის პოულობს. ეს უკანასკნელი შესანიშნავი მოძრაობით სცდება კანავაროსა და გაგოს და გადაცემას უკეთებს არგენტინელ ვარსკვლავს. ანგარიში 2-5 ხდება.

 

2009/10 მადრიდის ”რეალი” - ”ბარსელონა” (0:2)

0-1 (32-ე წუთი) მაქსველი სწრაფად აკეთებს თავისუფალ დარტყმას მესის მისამართით. ეს უკანასკნელი პასს მოედნის ცენტრში მყოფ ჩავის აძლევს. ჩავი კი თავის მხრივ ბურთს უბრუნებს დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ მესის. ანგარიში იხსნება.

0-2 (56-ე წუთი) მოედნის ცენტრიდან ჩავი გრძელ გადაცემას უკეთებს პედროს, რომელიც ზუსტად ურტყავს კასილიასის კარის მიმართულებით და კატალონიელთა უპირატესობას ორამდე ზრდის.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.