კრიშტიანუ რონალდუ: ”ჩვენ საუკეთესო გუნდები ვართ”

კრიშტიანუ რონალდუ: ”ჩვენ საუკეთესო გუნდები ვართ”

EUFA.com-თან ინტერვიუში, მადრიდის ”რეალის” ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ მოახლოებულ ”კლასიკოებზე” საუბრობს. მისი განცხადებით აღნიშნული შეხვედრები ”მერენგებისთვის” იქნება ”რთული”, ხოლო ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ”ფანტასტიკური”.

 

გთავაზობთ ამონარიდს რონალდუს ინტერვიუდან:

ეს იქნება ფანტასტიკური... არ მიყვარს სიტყვა რევანში - ეს იქნება საინტერესო არამარტო ჩვენთვის (ფეხბურთელებისთვის), არამედ გულშემატკივრებისთვის და ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს. ეს იქნება საინტერესო, რადგან ამ მომენტისთვის ჩვენ ორი საუკეთესო გუნდი ვართ.

ეს თამაში იქნება ძალიან, ძალიან რთული. ჩვენ ვეთამაშებით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს  - ”ბარსელონას”.”  პორტუგალიელი ვარსკვლავი არ მიიჩნევს, რომ ლიგის ჩემპიონები უძლეველები არიან. ”ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ ამას, ვინაიდან ისინი არ არიან სხვა პლანეტიდან - ისინი თამაშობენ ფეხბურთს, როგორც საუკეთესო გუნდი, მაგრამ ჩვენც ძლიერები ვართ.”

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.