ვალდანო: "ყოველ "კლასიკოს" თავისი ისტორია აქვს"

ვალდანო: "ყოველ "კლასიკოს" თავისი ისტორია აქვს"

მადრიდის "რეალის" გენერალური დირექტორი, ხორხე ვალდანო ესაუბრა ჟურნალისტებს "კლასიკოების" წინ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

შეგახსენებთ, რომ ორი ესპანური გიგანტი ერთმანეთს 4–ჯერ შეხვდება: ერთხელ ლა ლიგაში, ერთხელ სამეფო თასზე და ორჯერაც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში.  ისინი ყველაფერს გაიღებენ გამარჯვებისთვის.

 

"ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ პირველი მატჩის რეზულტატი იმეტყველებს სხვა დანარჩენ თამაშებზე. ყოველ "კლასიკოს" თავისი ისტორია აქვს. სამეფო თასის ფინალში კი, ისინი არ ითამაშებენ სიცოცხლისთვის, არამედ იქ სასიკვდილო ბრძოლა გაიმართება. ზუსტად იგივე რამ მოხდება ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, თანაც ორივე მატჩში. კლუბების მწვრთნელებმა უნდა მიიღონ ზუსტი გადაწყვეტილება, რათა გუნდებმა წარმატებას მიაღწიონ. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ პირველი მატჩის შედეგის გამო შეიძლება ფეხბურთელები მოდუნდნენ, ისინი ბოლო წუთამდე იბრძოლებენ". დაასრულა ხორხე ვალდანომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.