პიკე თავს ახლა უფრო მნიშვნელოვნად თვლის, ვიდრე ოდესმე
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველი, ხერარდ პიკე ყოველთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო პეპ გვარდიოლას გუნდში, თუმცა წელს იგი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. გავითვალისწინოთ პუიოლის ფაქტორის, რომელსაც 3 თვეა მუხლის ტრავმა აწუხებს და ჯერაც ვერ ახერხებს დაუბრუნდეს მოედანს, პიკე კი ამასობაში უახლოვდება საკლუბო რეკორდს ნათამაშები წუთების მიხედვით. თუ აქამდე ვიქტორ ვალდესი ეწერა პეპ გვარდიოლას სიის თავში, ახლა კი პიკეც მის გვერდითაა.
ლიგის ყველა თამაში პუიოლის არყოფნის დროს
პუიოლმა და პიკემ შექმნეს უძლიერესი დაცვის ცენტრი. ეს ტანდემი შესანიშნავად ასპარეზობდა როგორც საკლუბო დონეზე, ისე სანაკრებოზე. კაპიტნის ტრავმამ კი ეს წყვილი დააშორა და ამ დროიდან პიკემ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა გარდა ორისა, სადაც "ბარსელონამ" 3:1 დაამარცხა "არსენალი" და 2:1 "ლევანტე". აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში მცველს ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა. თამაში, სადაც მწვრთნელის გადაწყვეტილებით ისვენებდა პიკე, იყო 12 დეკემბერს, როდესაც "ბარსელონამ" გაანადგურა "რეალ სოსიედადი", ანგარიშით 5:0.
მეტი სათამაშო დრო, ვიდრე ოდესმე
იმ დროიდან, როდესაც "მანჩესტერიდან" დაბრუნდა "ბარსელონაში", პიკე დამკვიდრდა ძირითად თერთმეტეულში, მაგრამ მიმდინარე სეზონში მან ბევრად მეტი მატჩი ჩაატარა, ვიდრე "ტრიპლეტის" ან წინა სეზონში. პირველ სეზონში მან 2208 წუთი იასპარეზა, 110 წუთით ნაკლები ვიდრე უკვე ითამაშა მიმდინარე სეზონში. წინა სეზონში მან 2478 წუთი ითამაშა და მხოლოდ 160 წუთი დარჩა ამ რეკორდის მოსახსნელად და დაახლოებით 10–11 მატჩი ჩასატარებელი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=XX8z2Pfrwss]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]