მოურინიო: ”ბარსა” ფანტასტიკური გუნდია”

  • 14-04-2011, 22:28
  • მოურინიო: ”ბარსა” ფანტასტიკური გუნდია”

    მადრიდის ”რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ”ბარსელონა” შეაქო, გვამცნობებს as.

    შეგახსენებთ, რომ ”ბლანკოსი” ”ბარსას” 4-ჯერ დაუპირისპირდება: ეროვნულ ჩემპიონატში, ესპანეთი სამეფო თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში.

    ”ბარსელონა” ფანტასტიკური გუნდია. როდესაც ის კარგად თამაშობს დამსახურებულად იმარჯვებს, მაგრამ ის იმარჯვებს ისეთ შემთხვევებშიც, როცა კარგად ვერ თამაშობს. რაც შეეხება რიკარდო კარვალიოს დისკვალიფიკაციას, მას სხვა ფეხბურთელი შეცვლის, განმეორებით მატჩში კი დაბრუნდება. დაცვაში დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ”ტოტენჰემთან” თამაშში პირველ ტაიმში ჩვენს კარებთან ბევრი სახიფათო მომენტი შეიქმნა” - განაცხადა მოურინიომ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge