პუიოლი თასის ფინალს გამოტოვებს

პუიოლი თასის ფინალს გამოტოვებს

დღეს ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარლეს პუიოლი მომდევნო ორ ”კლასიკოში” მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც პეპ გვარდიოლამ განაცხადა, კაპიტნის გამოჯანმრთელების პროცესი რთულად მიმდინარეობს. ”ის ორ ნაბიჯს დგამს წინ და ერთს უკან, ორს წინ და ერთს უკან”. მართალია, ამჯერად კაპიტანმა ნაბიჯი მხოლოდ წინ გადადგა, თუმცა ეს საკმარისი არაა.

თამაში ”ბერნაბეუზე” ორ დღეში გაიმართება. შესაბამისად თავიდანვე ნათელი იყო, რომ პუიოლი მადრიდში არ ითამაშებდა. გვარდიოლას პრობლემები აქვს დაცვაში. როგორც იცით, დისკვალიფიკაციის გამო პირველ ”კლასიკოს” გამოტოვებს ხავიერ მასკერანოც. მაგრამ, ვინაიდან სხვაობა ”ბარსელონასა” და ”რეალს” შორის რვა ქულას შეადგენს, კატალონიელებს მშვიდად ყოფნის საშუალება აქვთ. სამაგიეროდ, ვითარება იცვლება 20 აპრილს. ამ დღეს ”ბარსელონა” და ”რეალი” ესპანეთის თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. სამწუხაროდ ვერც ამ მატჩში მიიღებს პუიოლი მონაწილეობას. კაპიტანს ძალიან უდოდა თასის ფინალში თამაში, თუმცა მისი ტრავმა ამის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ მთელი აქცენტი ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალებისკენ იქნება მიმართული.

კარლეს პუიოლმა ტრავმა 22 იანვარს, ”კამპ ნოუზე” ”რასინგის” წინააღმდეგ თამაშში მიიღო. მას შემდეგ კაპიტანი მოედანზე არ გამოსულა. ჯამში მან 17 მატჩი გამოტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ კარლესი ”მესტალიაზე” არ ითამაშებს, ის გუნდს ვალენსიაში მაინც გაჰყვება და თანაგუნდელებს ტრიბუნიდან გაამხნევებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.