რაკიცკი: "ჩვენ ძალიან მშვიდად ვეთამაშეთ "ბარსელონას"

  • 13-04-2011, 21:41
  • რაკიცკი: "ჩვენ ძალიან მშვიდად ვეთამაშეთ "ბარსელონას"

    დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი, იაროსლავ რაკიცკი, კმაყოფილი იყო 1/4 ფინალის განმეორებითი მატჩით, რომელშიც "შახტარმა" უმასპინძლა "ბარსელონას". მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა, ერთადერთი გოლი კი ლეო მესიმ გაიტანა.

     

    – ეს მატჩი უფრო რთული იყო, თუ "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა?

     

    – პრინციპში, ორივე მატჩი საკმაოდ რთული იყო. უბრალოდ პირველ თამაშში 5 ჰოლი გავუშვით... მაგრამ ყველაფერი კარგადაა. გუშინ ორივე გუნდმა კარგად იასპარეზა, უბრალოდ მათ გაიტანეს, ჩვენ–ვერა.

     

    – ფიქრობთ, რომ სხვა ანგარიშის შემთხვევაში ყველაფერი შეიცვლებოდა, ვთქვათ, რომ 1:3 წაგეგოთ კატალონიაში?    

     

    – ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება მიგვეღწია წარმატებისთვის, თუმცა ფორტუნამაც ზურგი გვაქცია, ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა პირველ ტაიმში შექმნილი მომენტები.

     

    – სახლში ბევრად უკეთ გამოიყურებოდით, ვიდრე სტუმრად...                    

     

    – ნამდვილად, ჩვენ უფრო კარგად ვმოქმედებდით აქ, ვიდრე ამას ესპანეთში ვაკეთებდით. ეს ჩვენ გულშემატკივრების დამსახურებაა, რომლებიც მთელი 90 წუთის განმავლბოაში მხარს გვიჭერდნენ. აქაც მომენტების გამოყენებაში არ გაგვიმართლა, "ბარსელონას" კი მხოლოდ 1 შეექმნა და ისიც გამოიყენა, ეს კი მათ მაღალ კლასზე მეტყველებს.

     

    – ლუჩესკუმ შეაქო გუნდი?

     

    – მოდით ასე ვიტყვი, ცუდი არაფერი უთქვამს.

     

    – თქვენ ჩემპიონთა ლიგას ტოვებთ მაღალი დონის კლუბის სახელით?

     

    – ვფიქრობ, კი. გუშინაც ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს "ბარსელონაა"... დიდ წარმატებად ითვლება "ბლაუგრანასთან" კარგი თამაში, ისეთი როგორიც ჩვენ შევთავაზეთ მათ.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied