ვინ უნდა ითამაშოს თასის ფინალში - ვალდესმა თუ პინტომ?

ვინ უნდა ითამაშოს თასის ფინალში - ვალდესმა თუ პინტომ?

ზუსტად ერთი კვირა დარჩა მიმდინარე სეზონის ესპანეთის თასის ფინალამდე, სადაც ერთმანეთს კატალონიის ”ბარსელონა” და მადრიდის ”რეალი” დაუპირისპირდებიან. მატჩი ვალენსიაში, ”მესტალიაზე” გაიმართება 20 აპრილს.

ფინალამდე გუნდებმა დაძაბული მატჩები ჩაატარეს. ”ბარსელონას” დაუპირისპირდნენ ”სეუტა”, ბილბაოს ”ატლეტიკი”, ”ბეტისი” და ”ალმერია”. მადრიდის ”რეალს” კი მეტოქეობა გაუწიეს ”მურსიამ”, ”ლევანტემ”, მადრიდის ”ატლეტიკომ” და ”სევილიამ”.

ესპანეთის თასის გათამაშების მატჩებში კატალონიელთა კარს სათადარიგო მეკარე, პინტო იცავდა. პეპ გვარდიოლამ მას განსაკუთრებული ნდობა გამოუცხადა და დაჰპირდა, რომ ფინალში ათამაშებდა. თუმცა ახლა, როდესაც გუნდის პირველი მეკარე, ვიქტორ ვალდესი საუკეთესო ფორმაშია, ჩნდება შეკითხვა: ვინ დაიცავს ”ბარსელონას” კარს?

გთხოვთ, გამოთქვათ თქვენი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა დააყენოს პეპ გვარდიოლამ ესპანეთის თასის ფინალში ”ბარსელონას” კარის სადარაჯოზე?






  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.