ჩიგრინსკი: ”ბარსელონასთან” მატჩში მხოლოდ ანგარიში იყო ცუდი”

  • 8-04-2011, 16:12
  • ჩიგრინსკი: ”ბარსელონასთან” მატჩში მხოლოდ ანგარიში იყო ცუდი”

    დონეცკის ”შახტარის” მცველმა, დმიტრო ჩიგრინსკიმ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალური შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, საკუთარი აზრი გამოთქვა თავისი გუნდის მიერ ”ბარსელონასთან”განცდილ მარცხთან დაკავშირებით.

    ცუდი იყო მხოლოდ ანგარიში და არა ჩვენი გუნდის თამაში. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ. არ მახსოვს გუნდი, რომელმაც ”შახტარზე” მეტი საგოლე მომენტი შექმნა ”კამპ ნოუზე” მხოლოდ ლუის ადრიანოს სამჯერ თუ ოთხჯერ ჰქონდა გოლის გატანის შანსი.

    შესაძლებელია, მუდმივმა უიღბლობამ ჩვენი ფეხბურთელები შინაგანად გატეხა. ამას გარდა, სულ უნდა გახსოვდეს, რომ ”ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშისას გამოთქმა ”არ გაიტან შენ - გაგიტანენ” ფატალურ მნიშვნელობას იძენს. ისინი ნამდვილად არავის და არასდროს არაფერს პატიობენ.

    დონბას არენაზე” სავალდებულოა პირველი მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე აბსტრაგირება და სავალდებულოა გამარჯვება, რათა მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ ევროპული სეზონი, რომელიც ”შახტარს” შეუძლია აქტივში ჩაიწეროს.” - განაცხადა ჩიგრინსკიმ.


    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge