"შახტარის" 2 მოგება

"შახტარის" 2 მოგება

იმ 8 გუნდიდან, რომლებიც 1/4 ფინალში გავიდნენ, მხოლოდ "შახტარმა" მოიგო ორივე შეხვედრა 1/8 ფინალში. მათ იტალიაში "რომა" დაამარცხეს, ანგარიშით 2:3, ხოლო შემდეგ უკრაინაში უმასპინძლეს მათ და სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. ლუჩესკუს გუნდმა წელს მართლაც ყველა გააკვირვა.

 

გიგანტური ნაბიჯი რომში  

 

პირველი გოლის გაშვების შემდეგ, რომელიც მათ პეროტიმ გაუტანა, უკრაინელებმა შეძლეს და თამაშის სადავეები ხელთ იგდეს. ჟადსონის, დუგლასისა და ადრიანოს გოლებით, ისინი 1:3 იგებდნენ, თუმცა საბოლოო ანგარიში მენესმა დააფიქსირა – 2:3. დონეცკში კი თამაში "შახტარის" გეგმებით მიმდინარეობდა, რამაც შედეგი გამოიღო და ისინი 1/4 ფინალში გავიდნენ.

 

"შახტარი" ისტორიაში შედის                      

 

დონეცკის "შახტარი" არსებობის მანძილზე, პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში. ამ ეტაპზე "რომას" მათ შანსი არ დაუტოვეს. გამანადგურებელი ანგარიში 3:0 და დონეცკელებმა მოიპოვეს 1/4 ფინალის საგზური. გოლები კი ჰუბშმანის, ვილიანისა და ედუარდოს ანგარიშზეა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.