4 ვარჯიში "ვილიარეალთან" მატჩამდე

4 ვარჯიში "ვილიარეალთან" მატჩამდე

ამჟამად სანაკრებო თამაშებია, ამიტომაც ფეხბურთელები დიდად არ არიან დატვირთულები ვარჯიშებით. პეპ გვარდიოლა თავის შეგირდებს აძლევს დროს, რომ დაისვენონ და  თვალი მიადევნონ სანაკრებო ბატალიებს. 

ვარჯიში სამშაბათს ადგილობრივი დროით 11 საათზე განახლდება "სპორტ სიტიში". ამის შემდეგ ფეხბურთელები დაუბრუნდებიან საკუთარ გუნდებს, ოთხშაბათს ვარჯიში სრული შემადგენლობით შედგება საღამოს 18:30 წუთზე, კვლავ "სიუდად ესპორტივაზე". ამავე დროს გაიმართება ვარჯიში პარასკევსაც, ეს იქნება დასკვნითი ვარჯიში "ვილიარეალმდე". ხოლო რაც შეეხება ხუთშაბათს, ამ დღეს ფეხბურთელები ვარჯიშს 11 საათზე დაუბრუნდებიან ადგილობრივი დროით.

რაც შეეხება პუიოლს, მისი დაბრუნება ოთხშაბათი – ხუთშაბათის ვარჯიშებზე იგეგმება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.