ჩავის მე-100 გაელვება

  • 26-03-2011, 13:23
  • ჩავის მე-100 გაელვება

    შეხედეთ ამ გვარებს, ყველა მათგანი ლეგენდაა. გუშინ კი, მათ რიგებს კიდევ ერთი ჯადოქარი, ხავი ერნანდეს კრეუსი შეუერთდა.
    ფერნანდო ლორენტე: "ხავი არაჩვეულებრივი მოთამაშეა, ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. Mმისი თამაშის ცქერა ერთი სიამოვნებაა. მისნაირად რომ იბურთაო, წლების განმავლობაში უნდა ივარჯიშო”.
    ვისენტე დელ ბოსკე: "ხავისგან ყოველთვის ველით მისთვის შესაფერის თამაშს და ვიცით, რომ ეროვნული გუნდის ერთგულია. ის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა და ხალხის აღიარება და სიყვარული მოიპოვა. ხავი ნამდვილი პროფესიონალია”.
    იკერ კასილიასი: "ხავის 15-16 წლის ასაკიდან ვიცნობ. წილად მხვდა ბედნიერება ერთად გავზრდილიყავით. დროთა განმავლობაში ხავი იმ ფეხბურთელად იქცა, რომლის მოედანზე ხილვასაც გულშემატკივრები სულმოუთქმელად ელიან. ყოველთვის ვამბობდი, რომ "ბარსელონას” დასამარცხებლად ერთი რამაა საჭირო, კატალონიელთა შემადგენლობიდან ხავის ამოგდება”.
    სერხიო რამოსი: "მისი ფეხბურთი ესპანეთის ნაკრებისთვის ნამდვილი კურთხევაა”.
    ხავი მარტინესი: "როდესაც ხავის მხარდამხარ ვთამაშობ, ვმშვიდდები. მე ხომ ზიდანთან ერთად თამაშმა არ მომიწია, ხავი კი ზიზუს მაგონებს. ვფიქრობ, მისნაირი ფეხბურთელის საპოვნელად მრავალი წელი დასჭირდებათ, როგორც ბლაუგრანას, ასევე ნაკრების ხელმძღვანელებს”.
    ხავი: "მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ. ეროვნული გუნდის მაისურით ბურთაობას კვლავაც გავაგრძელებ და სამშობლოს პრესტიჟის დასაცავად ვიბრძოლებ”.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge