მესიმ საგოლე პასების რეკორდი გაიმეორა

მესიმ საგოლე პასების რეკორდი გაიმეორა

მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა ლა ლიგის 29–ე ტურის მატჩი, სადაც კატალონიის "ბარსელონამ" საკუთარ "კამპ ნოუზე" მადრიდული "ხეტაფე" მიიღო და 2–1 დაამარცხა. კატალონიელთა მხრიდან გოლები დანიელ ალვესმა და ბოიან კრკიჩმა გაიტანეს, ხოლო მატჩის ბოლოს სხვაობა მანუ დელ მორალმა შეამცირა.

ბოიანმა გოლი არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის გადაცემით გაიტანა. ეს წლევანდელ სეზონში მესისთვის მე–17–ე საგოლე პასი იყო და ამის შედეგად ლეომ რეკორდი გაიმეორა, რომელიც 20 წლის წინ დამყარდა. რაც შეეხება ბოიანს, მან თავისი მე–100–ე მატჩი ჩაატარა პრიმერაში და 25–ე გოლის გატანა შეძლო.

"ბარსას" ლა ლიგის ბოლო 27 მატჩში არ წაუგია, რაც კლუბის ახალი რეკორდია. 26 მატჩიანი წაუგებელი სერია "ბლაუგრანას" 1973/74 წლებში ჰქონდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.