ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

როგორც იცით, გუშინ გიამართლა 29–ე ტურის მატჩი, სადაც კატალონიის "ბარსელონამ" უმასპინძლა "ხეტაფეს" და შინ დამარცხებულები გაუშვა, ანგარიშით 2–1. გთავაზობთ ფეხბურთელების მიერ მატჩის შემდგომ  გაკეთებულ კომენტარებს.

 

დანიელ ალვესი: "ჩვენ ჩვენი საქმე საუკეთესოდ შევასრულეთ. რაც შეეხება ჩემს გოლს, მე მას ვუძღვნი ჩემს ცოლს, დედას და დანარჩენ ოჯახის წევრებს".

 

მაშერანო: "ყველაზე კარგი ისაა, რომ დავალება არაჩვეულებრივად შევასრულეთ. ჩვენ ასე თუ გავაგრძელებთ, ვერავინ შეძლებს გზაზე გადაგვიდგეს. ბოლო მატჩებში ცოტა გაგვიჭრდა გოლების შეგდება, მაგრამ ეს პრობლემაც გადავჭერით. ყველაფრის მიუხედავად ჩემი გუნდელები უდავოდ პროფესიონალები არიან  და კიდევ ერთხელ შევძელით ფანების გახარება".

 

კრკიჩი: "ძალიან მინდა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდე. მე შემიძლია ამის გაკეთება ბევრად უფრო კარგად, ვიდრე აქამდე. მე მჯერა ჩემი ძალების და ფიზიკურად კარგად ვგრძნობ თავს. გოლი ძალიან დამეხმარა ფსიქოლოგიურ სიძლიერეში".

 

ადრიანო: "ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ იგი. მთავარია სამი ქულა მოვიპოვეთ. ყველაფერი ისე მიდის, როგორც ჩვენ გვსურს, ეს გამარჯვება ერიკ აბიდალს მივუძღვენით".

 

ინიესტა: "სამი ქულა, რომელიც ჩვენ ასე გვჭირდებოდა მოვიპოვეთ. ამ გამარჯვებას ერიკ აბიდალს ვუძღვნი".

 

პიკე: "თამაში ისე მიმდინარეობდა, როგორც ჩვენ გვაწყობდა, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. საბოლოოდ ბოლოში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, მაგრამ ყველაფერი კარგად დავასრულეთ. მორიგი მნიშვნელოვანი სამი ქულა არის მოპოვებული". 

 

კვირა ფეხბურთელთათვის იქნება დასვენების დღე. ვარჯიში ორშაბათს განახლდება "სიუდად ესპორტივაზე" ადგილობრივი დროით 11 საათზე. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.