ლინიკერი: "სუბისარეტას არ სურდა "ბარსას" მეტოქე "შახტარი" ყოფილიყო"

  • 19-03-2011, 08:30
  • ლინიკერი: "სუბისარეტას არ სურდა "ბარსას" მეტოქე "შახტარი" ყოფილიყო"

    კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინიკერმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, განაცხადა, რომ ესპანური გრანდის სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტას არ სურდა მისი კლუბის მეტოქე "შახტარი" ყოფილიყო.

     

    "ცერემონიის დაწყებამდე მე გამოველაპარაკე სუბისარეტას და მან მითხრა, რომ მზადაა შეხვდეს ნებისმიერ კლუბს ოღონდ არა "შახტარს". კენჭისყრის დასრულების შემდეგ ანდონი კეთილი იერით ნამდვილად არ მიყურებდა (იცინის)." –განაცხადა ლინიკერმა.

     

    ახლა კი ორი სიტყვით ფეხბურთის ლეგენდის, გარი ლინიკერის შესახებ: მან კლუბურ დონეზე სულ 466 მატჩი ჩაატარა და 243 გოლიც შეაგდო. გარიმ 3 წელი "ბარსელონაშიც" დაჰყო, სადაც 103 შეხვედრაში 42–ჯერ აიღო მეტოქე გუნდის კარი. რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, იქ ლინიკერმა 8 წლის განმავლობაში 80 თამაშის და 48 ბურთის გატანა მოასწრო.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge