პარეხო: ”ბარსელონასთან” მატჩში მსურს ”რეალს” დავეხმარო”

პარეხო: ”ბარსელონასთან” მატჩში მსურს ”რეალს” დავეხმარო”

ესპანეთის ”ხეტაფეს” ნახევრმცველმა, დანიელ პარეხომ ”ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ მატჩზე კომენტარი გააკეთა, იტყობინება AS. პარეხომ განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში თავის გუნდს კარგად თამაშის იმედი აქვს. ”ხეტაფეს” ნახევარმცველი ასევე არ ივიწყებს იმ ფაქტს, რომ ის მადრიდის ”რეალის” აღზრდილია.

ჩვენ ხომ 11 ფეხბურთელი 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ ვითამაშებთ? ნუ დაგავიწყდებათ, რომ შარშან ჩვენ კარგი თამაში ვაჩვენეთ ”კამპ ნოუზე”. რა თქმა უნდა, ადვილი მატჩი არ გველის, ვინაიდან ვეთამაშებით მსოფლიოს საუკეთესო გუნდს, რომელიც ახალ ისტორიას ქმნის. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ მე მადრიდის ”რეალის” აღზრდილი ვარ და შევეცდები აღნიშნულ მატჩში დავეხმარო ჩემს მშობლიურ კლუბს.” - განაცხადა პარეხომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.