ხავიერ აგირეს მე–14 თამაში "ბარსელონას" წინააღმდეგ

ხავიერ აგირეს მე–14 თამაში "ბარსელონას" წინააღმდეგ

მექსიკელი სპეციალისტი ხავიერ აგირე ესპანურ "სარაგოსას" წვრთნის. მისთვის "ბარსელონა" და კერძოდ "ლა ლიგა" უცხო ხილი ნამდვილად არ არის. მექსიკელი 13– ჯერ შეხვდა "ბარსელონას" 8 – ჯერ "ოსასუნას" თავკაცობის დროს და 5–ჯერ "ატლეტიკოს".  

"ოსასუნას" მწვრთნელობის დროს , როგორც უკვე მოგახსენეთ აგირე "ბარსელონას" 8– ჯერ დაუპირისპირდა. 4 მატჩში დამარცხდა, 3 – ჯერ ფრედ ითამაშა და ერთხელ გამარჯვებაც იზეიმა 2:1.

ხოლო რაც შეეხება "ატლეტიკოს", "ატლეტიკოს" მწვრთნელობისას 3– ჯერ დამარცდა, ერთი ფრე და ერთხელაც იზეიმა გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ მისი მეთაურობის დროს წააგო გუნდმა "ბლაუგრანასთან" 0:6, ასევე 4:2.

გვარდიოლასა და აგირეს ბოლო შეხვედრა იყო 2008/09 სეზონში, როდესაც "ლა ლიგის" მე–6 ტურში კატალონიურმა გრანდმა მადრიდელები 6:1 დაამარცხეს.

პირველი მატჩი ამ ორ გუნდს შორის ანგარიშით 2:0 დამთავრდა "სარაგოსას" სტადიონზე "ბარსელონას" გამარჯვებით, მატჩში დუბლი ლეო მესიმ შეასრულა. მაშინ ხავიერ აგირე "რეალ სარაგოსას" თავკაცი არ იყო. 

 

საბოლოოდ კი 13 თამაშიდან აგირემ "ბარსელონასთან" 7 – ჯერ იწვნია მარცხი 4– ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა და 2–ჯერაც მან იზეიმა გამარჯვება. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.