ვასკესი:” ზლატანი და კაკა მოუტანენ სიხარულს თავიანთ გულშემატკივრებს”

ვასკესი:” ზლატანი და კაკა მოუტანენ სიხარულს თავიანთ გულშემატკივრებს”

მადრიდის ”რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რაფაელ მარტინ ვასკესმა განაცხადა, რომ ”ბარსელონა” და მისი ყოფილი კლუბი შეცდებიან, თუ კაკასა და იბრაჰიმოვიჩს გაუშვებენ.
სეზონის წინ ყველა ვარაუდობდა, რომ კაკასა და იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი დიდ სარგებელს მოუტანდა "რეალსა" და "ბარსელონას". სეზონის დასასრულს ჩანს, რომ ამ ორივე ტრანსფერმა შეიძლება ითქვას არ გაამართლა. ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა რაფაელ მარტინ ვასკესმა: ”დარწმუნებული ვარ, იმ შემთხვევაში, თუ ”ბარსელონა” და ”რეალი” ზლატანსა და კაკას გაუშვებენ, ისინი ძალიან შეცდებიან, რადგან ეს ფეხბურთელები ამჟამად ადაპტაციას გადიან და მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ გულშემატკივართა გახარება”-დასძინა ვასკესმა.

წყარო:www.championat.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.