"ჩელსიმ" ფილიპე კოუტინიოზე უარი თქვა

"ჩელსიმ" ფილიპე კოუტინიოზე უარი თქვა

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსი" "ბარსელონას" ნახევარმცველისთვის, ფილიპე კოუტინიოსთვის ბრძოლას გამოეთიშა.

კოუტინიო, ამჟამად, მიუნხენის "ბაიერნში" იჯარით იმყოფება. მომავალი 27 წლის ფეხბურთელისა, რომლის გამოსყიდვაზეც "რეკორდმაისტერმა" უარი თქვა, კვლავ ბურუსითაა მოცული.

გავრცელებული ცნობებით, ფილიპეს ინგლისურ პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს. აქამდე მას "ჩელსის" აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, "ლურჯებს" კოუტინიო აღარ აინტერესებთ.

ESPN იტყობინება, რომ "ჩელსის" უარის მიზეზი ბრაზილიელი ვარსკვლავის ძალიან დიდი ხელფასია. ფილიპე წელიწადში დაახლოებით 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ლონდონელებისთვის პრობლემა, ანაზღაურების გარდა, შესაძლოა, სატრანსფერო ფასიც იყოს. კატალონიელები კოუტინიოს დაახლოებით 100 მილიონ ევროდ აფასებენ. ივარაუდება, რომ "ჩელსის" ბრაზილიელის შესაძენად საკმარისი ფული არ აქვს.

ფილიპე კოუტინიომ მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Flying Johan
    სტუმარი [?]
    #6 10 ივნისი 2020 17:32
    0
    ეგდოს სკამზე ... ხელფასი დაუწიეთ და დაე..ვას
    Culé [?]
    #5 10 ივნისი 2020 12:02
    1
    ციტატა: Wtf man
    დააბრუნონ რა და ათამაშონ ნახ დაცვაში მაგარი შემტევი გუნდი გავხდებით და სანახაობაც მეტი იქნება თან შემტევს მგონი ვერ მოიყვანენ ვერავის და ჯობია განათხოვრებულები დავიბრუნოთ ვინც კაია მაგალითად ეს ტოდიბო კუკურელია ტრინკაო მოდის ასევე ზაფხულში

    ალენიაც დასაბრუნებელია აბა რაკეტა და ვიდალს რომ ვუშვებთ სკამზე ვინმე ხომ უნდა გვყავდეს?
    კოუტინიო-დე იონგი-არტური და ალენია-ბუსკეტსი-ს.რობერტო + ბარსა ბ-დან მონჩუ
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 ივნისი 2020 07:30
    2
    დააბრუნეთ ბიჭო დააბრუნეთ ვერ გაყიდით ამას ამ ეტაპზე ვერაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #3 10 ივნისი 2020 02:00
    2
    დააბრუნონ რა და ათამაშონ ნახ დაცვაში მაგარი შემტევი გუნდი გავხდებით და სანახაობაც მეტი იქნება თან შემტევს მგონი ვერ მოიყვანენ ვერავის და ჯობია განათხოვრებულები დავიბრუნოთ ვინც კაია მაგალითად ეს ტოდიბო კუკურელია ტრინკაო მოდის ასევე ზაფხულში
    Culé [?]
    #2 10 ივნისი 2020 00:51
    2
    რასაც ბარსა ვერ აკეთებს იმას სხვა გუნდები ჩალიჩობენ , იქნებ სხვა გუნდების უარების ხარჯზე მაინც მოუწიოს დარჩენა ბარსაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 ივნისი 2020 00:47
    4
    140 მილიონიანი ჩაწოლილი საქონელი, რომელსაც ვერც ბარსა გამოიყენებს და ვერც გაყიდის. ერთადერთი იმედი ნიუკასლია. თუ იმანაც უარი თქვა, მაშინ იჯარებით ატარონ ალთას და ბალთას, ამასობაში ვადაც დაუმთავრდება და გაასხავს უფასოდ.
    ეს ჩლუნგი ხელმძღვანელობა ჯერ ყიდულბს ფეხბურთელს, მაქსიმალურ მაღალ ფასად და მერე ფიქრობენ სად ათამაშონ და როგორ გამოიყენონ.