"ტოტენჰემი" მზადაა, კოუტინიოს იჯარაში 10 მილიონი გადაიხადოს

"ტოტენჰემი" მზადაა, კოუტინიოს იჯარაში 10 მილიონი გადაიხადოს

მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" ერთ-ერთი მიზანი ფილიპე კოუტინიოს გაყიდვაა. ბრაზილიელმა გამოცდები ვერც ესპანეთში და ვერც გერმანიაში ჩააბარა, ასე რომ, ყველაზე მეტად მისი დაბრუნება ინგლისშია მოსალოდნელი, - იუწყება Sport.

Foot Insider-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემი" ფილიპეს იჯარით წაყვანას აპირებს. "სპურსი" მზადაა, "ბლაუგრანას" მიერ მოთხოვნილი თანხა, 10 მილიონი ევრო უპრობლემოდ გადაიხადოს. ამასთან, პრემიერ ლიგაში მოთამაშე კლუბი 27 წლის ნახევარმცველს კვირაში 222 000 ევროს სთავაზობს, შესაბამისად, კოუტინიო სეზონის განმავლობაში 12 მილიონს მიიღებს.

"ბარსელონასათვის" პრიორიტეტი ფილიპეს 80-90 მილიონ ევროდ გაყიდვაა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ინგლისური კლუბები ამ ღირებულების დაფარვას ვერ შეძლებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 მაისი 2020 12:29
    0
    გაასხით აქედან რააა რა იჯარა დააბრუნეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued