ლიონელ მესი ბავშვებისათვის საქველმოქმედო საქმეს აგრძელებს

ლიონელ მესი ბავშვებისათვის საქველმოქმედო საქმეს აგრძელებს

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი შემტევი, ლიონელ მესი გლობალური პრობლემის, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

არგენტინელმა ფეხბურთელმა მარტის ბოლოს ქალაქ ბარსელონაში არსებულ სამედიცინო ცენტრს 1 მილიონი ევრო გადაურიცხა.

საკმაოდ მწვავე მდგომარეობის ფონზე, "ლა პულგა" საკუთარი Instagram-ის ოფიციალური გვერდით გულშემატკივრებს გაერთიანებისაკენ მოუწოდებს. 

"იცოდით, რომ პატარა ბავშვები კორონავირუსის ფარული მსხვერპლნი არინ? ამ რთულ პერიოდში, ჩემი სამშობლოსა და სრულიად მსოფლიოსათვის, ვუერთდები @unicefargentina-ს, რათა ბავშვებმა ადეკვატური საკვები მიიღონ და არ დაავადდნენ.

რადგანაც, ისინი ყოველთვის მნიშვნელოვნები არიან და რადგანაც თითოეული წუთი რაღაცას ნიშნავს, ახლავე გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა www.unicef.org.ar/dona ", - ვკითხულობთ მესის მესიჯში.

[media=https://www.instagram.com/p/CA0cWwBiQif/?utm_source=ig_embed]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.