"ბარსელონამ" ფილიპე კოუტინიო ინგლისურ კლუბს შესთავაზა
რაც უფრო დრო გადის, მით უფრო სარწმუნო ხდება "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ფილიპე კოუტინიოს ინგლისში დაბრუნება - იმ ერთადერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იმედები გაამართლა.
კოუტინიო, ამჟამად, მიუნხენის "ბაიერნშია" განათხოვრებული, თუმცა უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ "რეკორდმაისტერი" ფილიპეს არ გამოისყიდის.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" კოუტინიოსთან განშორება სურს და რადგანაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში მისი გაყიდვა რთული იქნება, კატალონიელები 27 წლის ფეხბურთელის ისევ იჯარით გაშვების ვარიანტს განიხილავენ.
Football Insider-ის ცნობით, "ბლაუგრანამ" "ტოტენჰემს" ბრაზილიელი ვარსკვლავის იჯარით აყვანა შესთავაზა. ლონდონელებს, ფილიპეს იჯარით დამატების შემთხვევაში, "ბარსასთვის" 10 მილიონი ევროს გადხადა და ფეხბურთელის ხელფასის, კვირაში 222 000 ევროს დაფარვა მოუწევთ.
ცოტა ხნის წინ Mundo Deportivo-მ ფილიპე კოუტინიოს იჯარის ახალ პირობებზე ინფორმაცია გაავრცელა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]