რატომ არ სურს არტურს "ბარსელონას" დატოვება?

რატომ არ სურს არტურს "ბარსელონას" დატოვება?

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურმა, ცოტა ხნის წინ ჭორებს ბოლო მოუღო და განაცხადა, რომ ზაფხულში კატალონიური კლუბიდან წასვლას არ აპირებს.

ვრცელდებოდა ცნობები, რომ "ბლაუგრანა" არტურს "იუვენტუსის" ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის ტარნსფერში ჩართავდა, თუმცა ბრაზილიელ ფეხბურთელს კატალონიურ გუნდში დარჩენა უნდა.

Mundo Deportivo ასახელებს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც 23 წლის მოთამაშეს ტურინულ კლუბში გადასვლა არ სურს:

  • არტური "ბარსელონას" სათამაშო სისტემისთვის იდეალური ფეხბურთელია. ის დანებებას არ აპირებს და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.
  • ბრაზილიელი და მისი ოჯახი ქალაქს მიეჩვივნენ. ფეხბურთელი "ბარსადან" წასვლას, "იუვენტუსის" შემთხვევაშიც კი, არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს.
  • პერსპექტიული მოთამაშე, ასევე, თვლის, რომ ესპანური ფეხბურთი მის სტილს უფრო შეესაბამება, ვიდრე - იტალიური.
  • არტურს აქვს შესაძლებლობა, ბევრი ისწავლოს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებისგან, როგორებიც ლიონელ მესი და სერხიო ბუსკეტსი არიან. ბრაზილიელი ამ ღირებული შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს.

"ბარსელონა", თავის მხრივ, დიდ იმედებს ამყარებს არტურზე, რომელსაც ბევრი კატალონიელთა ლეგენდას, ჩავი ერნანდეს ამსგავსებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 30 მაისი 2020 20:40
    0
    ციტატა: Don_Andresito
    არამგონია იმდენად დებილები იყვნენ რომ 23 წლის ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველი რომელიც ხავის გავს , გაცვალონ 30 წლის მოხუც პიანიჩში რომელიც ან გაამართლებს ესპანეთში და კონკრეტულად ბარსაში ან არა , შეიძლება იყიდონ პიანიჩი მაგრამ არა არტურის ხარჯზე , მაგრამ თუ ყველაფერი ცუდად წავიდა და არტური მართლაც გაცვალეს პიანიჩში , მომენტალურად გასაშვებები იქნებიან ზემოთ ყველა


    ხო მაგიტომაც არ გამოვრიცხე რომ შეიძლება მართლა გაცვალონ
    [?]
    #6 30 მაისი 2020 19:46
    3
    ციტატა: Gaucho24
    არამგონია იმდენად დებილები იყვნენ რომ 23 წლის ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველი რომელიც ხავის გავს , გაცვალონ 30 წლის მოხუც პიანიჩში რომელიც ან გაამართლებს ესპანეთში და კონკრეტულად ბარსაში ან არა

    ხალხმა რომლებმაც გაყიდეს ნეიმარი, ყოველ შემთხვევაში შესანრჩუნებისთვის არაფერი გააკეთეს, რომლებმაც მწვრთნელებად ჯერ ვალვერდე მერე სეტიენი მოიყვანეს და გუნდი გააფარჩაკებინეს, 100-100 მილიონები იხადეს უაზრო ფეხბურთელებში, თანამდებობიდან გაუშვეს პუიოლი და ვალდესი (მიზეზების მიუხედავად), თავს ესხმიან ბოტების მეშვეობით გუნდის მოქმედ ლიდერებს და ლეგენდებს, გაუშვეს უამრავი პერსპექტიული ახალგაზრდა, მალკომი, ჩავი სიმონსი და კიდე ბევრი მიდის, გუნდი ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანეს და ლიგა ვერ დადეს მესის ყოლის მიუხედავად 5 წელია, კიდე გგონია რო ეს გუნდი არტურს პიანიჩში არ გაცვლის? მაგას კი არა ხედირაში რო გაცვალონ დე იონგი ეგ არ უნდა გაგიკვირდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 მაისი 2020 19:10
    2
    ამის გაშვება უდიდესი სისულელე იქნება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 30 მაისი 2020 18:21
    3
    შეიძლება სულაც არ აპირებენ გაშვებას დაფასება არ დაფასების თემას ასე ვერ გაიგებთ , ნაცადი ხერხია ფეხბურთელზე წასვლის ჭორების აგორება იმ მიზნით რომ უფრო მოიხოდოს და ადგილისთვის იბრძოლოს , თავისი პოტენციალი მაქსიმალურად გახსნას და გამოავლინოს , ასე რომ შეიძლება ყველაფერი უბრალოდ ჭორი და სისულელეა , არამგონია იმდენად დებილები იყვნენ რომ 23 წლის ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველი რომელიც ხავის გავს , გაცვალონ 30 წლის მოხუც პიანიჩში რომელიც ან გაამართლებს ესპანეთში და კონკრეტულად ბარსაში ან არა , შეიძლება იყიდონ პიანიჩი მაგრამ არა არტურის ხარჯზე , მაგრამ თუ ყველაფერი ცუდად წავიდა და არტური მართლაც გაცვალეს პიანიჩში , მომენტალურად გასაშვებები იქნებიან ზემოთ ყველა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 მაისი 2020 18:08
    1
    "ბარსელონა", თავის მხრივ, დიდ იმედებს ამყარებს არტურზე, რომელსაც ბევრი კატალონიელთა ლეგენდას, ჩავი ერნანდეს ამსგავსებს. ეს ბოლო წინადადება ნამდვილად ზედმეტია, რა იმედებს ამყარებს უკვე ვხედავთ. პენსიონერში ცვლიან იმედის მომცემ ახალგაზრდას.

    ციტატა: რივალდო-მესი
    მე წავიდოდი აქამდე. როცა ასეთ დაუფასებლობად ხედავ ჯობია გარცალო მაქაურობას.

    მე არ წავიდოდი, სწორედ დაუფასებლობითვის და იმ გუნდის ძებნას დავიწყებდი რომელიც დამაფასებდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 მაისი 2020 17:48
    2
    არ უნდა ავტობუსა გუნდში თამაში.
    ფანი [?]
    #1 30 მაისი 2020 17:02
    1
    მე წავიდოდი აქამდე. როცა ასეთ დაუფასებლობად ხედავ ჯობია გარცალო მაქაურობას.