ლუის სუარესი დაბრუნდა! ულამაზესი გოლი ვარჯიშიდან [ვიდეო]
იანვარში კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელმა შემტევმა, ლუის სუარესმა ოპერაცია გაიკეთა და ვარაუდობდნენ, რომ ის მიმდინარე სეზონში მინდორზე გასვლას ვეღარ შეძლებდა. თუმცა, კორონავირუსის წყალობით, "ბლაუგრანას" სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავს გამოსაჯანმრთელებლად საკმარისი დრო მიეცა, რომელიც ნაყოფიერად გამოიყენა.
გუშინ Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუისი ორშაბათს კლუბის სამედიცინო დეპარტამენტისაგან სათამაშოდ საბოლოო ნებართვას მიიღებს.
ამასობაში, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" Twitter-ის ოფიციალური გვერდი სავარჯიშო სესიების ერთ-ერთ საუკეთესო მომენტს - ლუის სუარესის გოლს - გვიზიარებს.
🇺🇾 Golazo @LuisSuarez9 😳 pic.twitter.com/bgEWLql3V8
— FC Barcelona (@FCBarcelona) May 27, 2020
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]