თუ ვინმე გეტყვით, რომ ციხეში ყოფნა კარგია, იცოდეთ, ის გატყუებთ: სანდრო როსელი ციხეში გატარებულ პერიოდს იხსნებს

თუ ვინმე გეტყვით, რომ ციხეში ყოფნა კარგია, იცოდეთ, ის გატყუებთ: სანდრო როსელი ციხეში გატარებულ პერიოდს იხსნებს

"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა, ციხეში 20 თვე გაატარა. 2017-2019 წლებში ის ფულის გათეთრების ბრალდებით იყო დაკავებული. 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებულ პერიოდზე და იქ მიღებულ გამოცდილებაზე ის დეტალურად Cadena Cope-თან საუბრობს.

"იქ საფიქრალად დიდი დროა. შენს თავს ახლიდანაც აღმოაჩენ, მაგრამ რეალურად ცუდი ადგილია. შესაძლოა, ისეთი დამოკიდებულება აღმოაჩინო ადამიანებს შორის, როგორსაც რეალურად ვერ წარმოიდგენდი. განსაკუთრებით, პატიმრებს შორის სოლიდარობა."

"თუ ვინმე გეტყვით, რომ ციხე კარგია, ჩათვალეთ ის გატყუებთ. მე იქ ვტიროდი, არ მგონია, რომ დეპრესია მქონდა, თუმცა, შესაძლოა, გადავიტანე და რეალურად ვერც მივხვდი."

"ცუდია, რომ ცხოვრების ორი წელი ასე დავკარგე."

როსელი "ბარსელონას" პრეზიდენტი 2010-2014 წლებში იყო. მის პრეზიდენტობას მრავალი გახმაურებული ტრანსფერი, მათ შორის ნეიმარის შეძენა უკავშირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 მაისი 2020 04:09
    2
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    რატო არ ამოალპეს ეს ღორი?

    როგორი შემწყნარებელი ხარ. ნამდვილი ქრისტიანი ხარ.
    რამე დაგიშავა? თუ ამის ადვოკატი იყავი და კარგად იცნობ ამ საქმეებს.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 30 მაისი 2020 00:44
    2
    რატო არ ამოალპეს ეს ღორი?
    Culé [?]
    #1 29 მაისი 2020 22:14
    2
    ბართოს კიდე ეს ჯობდა