ოფიციალურად: ლა ლიგის დაწყებისა და დასრულების თარიღი ცნობილია

ოფიციალურად: ლა ლიგის დაწყებისა და დასრულების თარიღი ცნობილია

ესპანეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უმაღლესი სპორტული საბჭოს, ლა ლიგისა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ლა ლიგის კალენდართან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. პირველი მატჩი 11 ივნისს, "სევიალიასა" და "ბეტისს" შორის გაიმართება. ბოლო ტური კი 18-19 ივლისს ჩატარდება.

"ჩემპიონატი 11 ივნისს, "სევილიასა" და "ბეტისის" მატჩით, განახლდება. უკანასკნელი ტურის თარიღი კი პანდემიის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა, სავარაუდოდ, ეს 18-19 ივლისს მოხდება.

თამაშების კონკრეტული განრიგის შედგენა პრობლემატური არ იქნება. უმაღლესი სპორტული საბჭო მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს, საბჭოს შტაბბინაში შემდგარ შეხვედრებზე გამოჩენილი კეთილი ნებისა და მონდომებისათვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 მაისი 2020 23:48
    3
    ესეც ასეე მოუთმენლად ველოდები 11 რიცხვს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #3 29 მაისი 2020 19:24
    2
    ციტატა: kingarturo
    ლა ლიგას მოვიგებთ იმედია, მარა ლიგაზე არ მგონია რამე შევძლოთ. სიტი მოიგებს მგონია.

    ლა ლიგაზეც არ მაქ იმედი. კამპ ნოუს ფაქტორის გარეშე ვერც ერთს მოვიგებთ. ლიგა ბაიერნის მგონია, უკვე ფორმაში არიან და პენდემიამდეც ფრინავდნენ. სიტი კიდე რეალთან ფანწბის გარეშე, თან იმათ აზარი ასენსიო დაუბრუნდათ, ურთულესი თამაში იქნება. თავის დროზე რო ჩატარებულიყო გახევდნენ 99% ით მარა იღბალაა ეს რეალი ყველაფერში
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 29 მაისი 2020 18:55
    3
    უნდა მოვიგოთ ლალიგა.
    გულშემატკივარი [?]
    #1 29 მაისი 2020 18:49
    2
    იმედია წელს ლა ლიგასა და ლიგას დავდებთ