ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია

ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია

Sport ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის დაწყების თარიღს ასაჯაროებს. წყაროს ცნობით, ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება.

კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, პრიმერა დივიზიონის მომდევნო სეზონის დაწყების დროსთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მალე გააკეთებენ, რადგან ლიგა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხზე ჯერ არ შეთანხმებულან.

რაც შეეხება ლა ლიგის მიმდინარე სეზონს, ივარაუდება, რომ იგი 11 ან 12 ივნისს "ბეტისი"-"სევილიას" მატჩით განახლდება.

"ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატში გასამართი 11 შეხვედრა დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გუნდი პირველ თამაშს, თითქმის 3-თვიანი შესვენების შემდეგ, 14 ივნისს ჩაატარებს. "ბლაუგრანა" გასვლაზე "მალიორკას" დაუპირისპირდება.

"ბარსას" დარჩენილი მატჩები ლა ლიგაში:

  • მალიორკა-ბარსელონა
  • ბარსელონა-ლეგანესი
  • სევილია-ბარსელონა
  • ბარსელონა-ბილბაო
  • სელტა-ბარსელონა
  • ბარსელონა-ატლეტიკო
  • ვილიარეალი-ბარსელონა
  • ბარსელონა-ესპანიოლი
  • ვალიადოლიდი-ბარსელონა
  • ბარსელონა-ოსასუნა
  • ალავესი-ბარსელონა

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 28 მაისი 2020 01:16
    1
    ბევრი რთული მატჩიგვაქვს სათამაშო და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო, რეალს შედარებით ადვილი კალენდარიაქვს ჩვენზე
    --------------------
    Forca Barca!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 მაისი 2020 00:32
    1
    რთული მატჩებიდან სევილია- ბარსა და ბარსა-ატლეტიკოს გამოვყოფდი.