რატომ ლაუტარო და არა ჰოლანდი?
MD, ჟორდი კრუიფს ეხმაურება და ერლინგ ჰოლანდს სტატიას უძღვნის.
დორტმუნდის "ბორუსიამ" კიდევ ერთი სატრანსფერო მასტერკლასი შემოგვთავაზა, როცა ნორვეგიელი ფორვარდი, 20 მილიონ ევროდ გადაიბირა. გაუგებარია, რატომ არ შეიძინა ჰოლანდი "მანჩესტერ უნაიტედმა", რომელსაც ფორვარდის პოზიციაზე სერიოზული პრობლემები აქვს. სავარაუდოდ, ინგლისელებს ჰოლანდის შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარათ, რაც ცოტა უცნაურია, რადგან მათი თავკაცი, ოლე გუნარ სულშერია, ნორვეგიული ფეხბურთის ლეგენდა, რომელსაც კარგად უნდა სცოდნოდა, თუ რასთან აქვს საქმე.
ასეა თუ ისე, ჰოლანდი დორტმუნდშია და მისი ფასი საგრძნობლად გაზრდილია. მთავარ მყიდველად კი, უკვე დიდი ხანია, მადრიდის "რეალს" ასახელებენ. თუმცა, მცირე ხნის წინ, ჟორდი კრუიფმა, "ბარსელონას" მისი გაფორმება ურჩია.
ჰოლანდმა, პირველად 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა, სადაც ერთ შეხვედრაში, 9 გოლის გატანა შეძლო. მალევე, ყველამ გაიგო, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. მისი აგენტი, ამ დროისთვის უკვე, მინო რაიოლა იყო.
კარგად თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ ჰოლანდის სახელს, ზამთარში, "ბარსელონასაც" უკავშირებდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ლუის სუარესმა ტრავმა მიიღო და კლუბი შემცვლელის ძიებაში იყო, მაგრამ ხელმძღვანელობამ ისე დაახანა, რომ საბოლოოდ, მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატიდან შეძლეს ფეხბურთელის დამატება. არადა, შანსი იყო, ჰოლანდი ხელში ჩაგვეგდო.
გასაგებია, რომ "ბორუსიაში", მუდმივი თამაშის გარანტია მიიღო, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა, არც "ბარსელონაში" მოაკლდებოდა.
საბოლოოდ, "ბარსამ" ბრეითუეიტი შეიძინა, რომელიც, სულ რაღაც, 2 მილიონი ევროთი ნაკლები ღირდა, ჰოლანდთან შედარებით.
მას შემდეგ, ჰოლანდმა ბუნდესლიგაც დაიპყრო, ჩემპიონთა ლიგაზეც საუკეთესო იყო პსჟ-ის წინააღმდეგ და მისი ფასი 72 მილიონი ევრო გახდა. ხუთი თვის შემდეგ, კიდევ 52 მილიონი ევროთი მოიმატებს. თუ Transfermarket-ს დავუჯერებთ.
ასე რომ, ჰოლანდის ხელში ჩაგდების პირველი შანსი გაშვებულია, მაგრამ მეორე შანსი გრანდებს ამ ზაფხულში ექნებათ, მერე და მერე, მისი შეძენა განსაკუთრებით გაჭირდება, მით უმეტეს, მინო რაიოლას მადის გათვალისწინებით.
თუმცა, როგორც "ბარსას" ხელმძღვანელობა, ისე ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი, ლიონელ მესი, ლაუტაროს ტრანსფერს კურირებენ. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ არგენტინელი უფრო ერგება "ბარსას" სტილს, მაგრამ ჟორდი კრუიფმა, სხვაგვარად განსაჯა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]