11 წელი რომაული ფინალიდან

11 წელი რომაული ფინალიდან

დღეს 27 მაისია, "ბარსელონას" თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი. ზუსტად 11 წლის წინ, 2009 წლის 27 მაისს, კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის ტიტული მესამედ მოიგეს.

ფინალური დაპირისპირება იტალიაში, რომში გაიმართა ("სტადიო ოლიმპიკო"). პეპ გვარდიოლას შეგირდები მოქმედ ჩემპიონს, ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდნენ და 2-0 დაამარცხეს. 

შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე სამუელ ეტო'ომ გახსნა, 70-ე წუთზე კი ლიონელ მესიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, ფინალის შემდეგ "ლურჯ-ბროწეულისფრები" ახალი ისტორიის წერას იწყებენ და 2008/2009 წლების სეზონში ტრიპლეტს ასრულებენ. 

27 მაისი, 2009. იტალია, რომი, "სტადიო ოლიმპიკო". 58500
"ბარსელონა" 2-0 "მანჩესტერ იუნაიტედი"
გოლები:
ეტო'ო (10), მესი (70)
ბარსელონა: ვიქტორ ვალდესი, კარლეს პუიოლი (კ), იაია ტურე, ჟერარ პიკე, სილვინიო, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი, ანდრეს ინიესტა (პედრო როდრიგესი 92), ლიონელ მესი, ტიერი ანრი (სეიდუ კეიტა 72), სამუელ ეტო'ო
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
მანჩესტერ იუნაიტედი: ედვინ ვან დერ სარი, ჯონ ოში, რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი, პატრის ევრა, ანდერსონი (კარლოს ტევესი 46), მაიკლ კერიკი, რაიან გიგზი (კ) (პოლ სქოულზი 75), ჯი-სუნგ პარკი (დიმიტარ ბერბატოვი 66), უეინ რუნი, კრიშტიანუ რონალდუ
მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი
არბიტრი: მასიმო ბუსაკა (შვეიცარია) 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 მაისი 2020 16:54
    0
    პიკემ ორჯერ აჩვენა ფერგის ვინაა ბოსი. 😉
    ხვალ კი 9 წელი სრულდება შემდეგი ფინალიდან, მანჩესტერის მეორეჯერ გაძუკვნიდან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 მაისი 2020 13:03
    1
    ჩაახტა მესი და კამპანია პენალდოს ხახაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 27 მაისი 2020 12:18
    4
    მგონი ერთადერთი ფინალი იყო რომლის დაწყებამდეც ვინერვიულე,თუმცა ეტოს გოლის შემდეგ დავრწმუნდი,რომ აუცილებლად მოვიგებდით მაგ ფინალს💪👊. გვარდი გენიოსია,ალვეში-აბიდალის არ ყოფნა არ შეიმჩნია და ტურე და გამოუცდელი პიკე ჰყავდა დაცვის ცენტრში, მოედნის ცენტრში კი ბუსკეცი,რომელიც მგონი პირველ მატჩს ატარებდა ძირითადში ასეთ დონეზე. ეეჰ,რა დრო იყო,რა გუნდი გვყავდა და რა დონეზე ვართ ახლა😭😭
    Culé [?]
    #1 27 მაისი 2020 11:46
    2
    მარტივი გამარჯვება იყო. მანჩესტერს ერთი რეალური შანსი ჰქონდა მთელი თამაში. არადა დაცვის ცენტრში ტურე-პიკე იდგნენ და წინ ბუსკეცი, პუიოლი ფლანგზე თუმცა ვერაფერი დააკლო მანჩესტერის სანაქებო შეტევამ ერთი შეხედვით არეულ დააცვას