ლაპორტა: გლებმა შესაძლოა სეზონი "ბარსაში" დაიწყოს

ლაპორტა: გლებმა შესაძლოა სეზონი "ბარსაში" დაიწყოს

კატალონიის "ბარსელონას" ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კვლავ ისურვებდა ბელორუსიის ნაკრების ფეხბურთელის, ალექსანდრ გლების თავისი გუნდის შემადგენლობაში ხილვას. შეგახსენებთ, რომ გლებმა 2009-2010 წლების სეზონი გერმანიის ბუნდესლიგაში, კერძოდ კი "შტუტგარტში" გაატარა იჯარის წესით.

"მე ძალიან მიყვარს ალექსი. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და კვლავ შეუძლია "ბარსელონაში" თამაში. გასულ წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მისთვისვე იქნებოდა უკეთესი სათამაშო პრაქტიკა "შტუტგარტში" მიეღო. სავსებით შესაძლებელია, რომ შემდეგი სეზონი გლებმა "ბარსაში" დაიწყოს, მაგრამ გადაწყვეტილება მის მომავალთან დაკავშირებით ჯერ არ მიგვიღია", — ლაპორტას სიტყვები მოჰყავს Sport Bild-ს.

წყარო: Soccer.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.