მესიმ დაამტკიცა, რომ ფულზე არ იყიდება - "ინტერის" დირექტორი 2008 წელს იხსენებს
"ინტერის" ტექნიკური დირექტორი, მარკო ბრანკა TMW Radio-სთან ინტერვიუში 12 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს. იმ დროს "ნერაძურიმ" ყველა შესაძლებლობა გამოიყენა, რომ "ბარსას" ვარსკვლავი, ლიონელ მესი გადაებირებინა.
"არგენტინელს გადაბირებისათვის ყველანაირი გზით მივუდექით, თუმცა მან დაამტკიცა, რომ ეკონომიკური ასპექტი ყოველთვის პრიორიტეტი არ არის. მესის "ბლაუგრანას" დატოვება არ სურდა, რადგან კატალონიაში კმაყოფილი იყო.
წავიკითხე, რომ ლიონელს მის გვერდით ლაუტარო მარტინესი სურს. სიტუაციას არ ვიცნობ, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ.", - ციტირებს მარკოს სიტყვებს Mundo Deportivo
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]