Sport: "ინტერი" ლაუტაროს ტრანსფერში ჩასართავად უმტიტის მოითხოვს

  • 24-05-2020, 00:03
  • Sport: "ინტერი" ლაუტაროს ტრანსფერში ჩასართავად უმტიტის მოითხოვს

    Diario Sport-ის ცნობით, "ნერაძური" ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში სამუელ უმტიტი ჩასართავად თანახმაა. აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ იტალიელებს მისი გადაბირება იჯარით სურდათ. თუმცა უახლესი ინფორმაციით, ისინი ფრანგის ტრანსფერის სახით დამატებას დათანხმდნენ.

    როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი "ბარსაზეა" დამოკიდებული. მათ უმტიტის გაყიდვა ამავე ზაფხულში სურთ, რადგან ქრონიკულმა ტრავმებმა ფეხბურთელის კატალონიური კარიერა წარუმატებელი გახადა.

    ამჟამად სამუელი წვივის უკანა კუნთის ტრავმას მკურნალობს. დაზიანება მან მუხლზე რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ დაბრუნებიდან მიიღო.

    მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, უმტიტიმ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    24 მაისი 2020 15:29

    არ გვშირდება ეს ლაუტარო არა შკრინიარში გაუცვალეთ თქვე ქლიავებო

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    24 მაისი 2020 14:02

    უმთითს მაქსიმუმ +40 ლიმონი, სხვანაირად არ ივარგებს ეგ საქმე
    ან უმთითი+რაკიტიჩი
    ან უმთითი+სემედუ

    მესის მოთხოვნა თუა, მაშინ მოსაყვანია და აღარ უნდა ზედმეტი რიჟა ბაზარი ამას
    არგენტინას კოპა,მუნდიალი და კიდევ კოპა აქვს მოსაგები და არ აქვს მეფეს იმისი დრო, რომ იგუაინებს აეწყოს
    სჭირდება კარგი 9-იანი, რომელსაც გადაუგდებს ბურთს, ის მეტოქის კარში მოათავსებს, მერე ბურთს პირს დაავლებს და მასთან მოიტანს
    2+2

    0
    გასულია
    katalomia გულშემატკივარი [?]

    24 მაისი 2020 02:20

    Akuna matata umti.

    2
    გასულია
    Barca for life წევრი [?]

    24 მაისი 2020 01:10

    აი უმტიტის+40 მილიონი კიდე შეიძლება, მაგრამ სხვა შემთხვევაში არ მოვიყვანდი, არ არის საჭირო და იმიტომ.
    ფეხბურთელი, რომელსაც დასამტკიცებელი კიდევ ძალიან ბევრი აქვს, 111 მილიონი არ უნდა ღირდეს და თუ მაინც სულელურად დააფასეს ასე, შტერულად ფულს არ უნდა ყრიდეს გუნდი, რომელსაც დაჟე უკეთესი ფეხბურთელებიც ჰყავს. და თუ მაინც ყიდვაა 1 წელი უნდა აცადონ, როგორც დაკვირვების მიზნით, ისე სუას გამოც, ასე აჯობებს და ვფიქრობ რომ ყველაზე სწორ შემთხვევაში გუნდი ასე მოიქცევა, პარალელურად გრიზმანმაც თუ ვერ გაამართლა, ვინმე პერსპექტიულ მოთამაშეში გავცვლით და გუნდი თანდათან გაახალგაზრდავდება კიდევაც.
    იდეაში სეზონის ბოლოს უკეთესად გამოჩნდება რა უფრო საჭიროა ახლა კიდევ ყველაფერი მხოლოდ ჭორია და სხვა არაფერი.

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge