კიკე სეტიენი: რაკიტიჩი ჩემს გეგმებში შედის

  • 23-05-2020, 14:14
  • კიკე სეტიენი: რაკიტიჩი ჩემს გეგმებში შედის

    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი, კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნის, ლაუტარო მარტინესის, შესახებ საუბრობს. მისი თქმით, არგენტინელი მსოფლიოს 5 საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელს შორის შედის. მას, აგრეთვე, ივან რაკიტიჩის, არტურისა და ნელსონ სემედუს შესახებაც ჰკითხეს.

    "ლაუტარო? ყველამ ვიცით, რომ მის პოზიციაზე მსოფლიოში ისეთი 4 ან 5 ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, რომელიც "ბარსელონაში" თამაშს შეძლებდა, ლაუტარო კი ერთ-ერთი მათგანია.

    მას ამ გუნდში ძალიან კარგად თამაში შეუძლია, მსგავსად ყველა იმ ფეხბურთელისა, რომელიც მის დონეზე იმყოფება", - სეტიენის სიტყვებს beIN Sports ციტირებს.

    რაც შეეხება ივან რაკიტიჩს, სეტიენმა განაცხადა:

    "ის ჩემს გეგმებში შედის. არ ვიცი, ამ სეზონში რა სათამაშო დრო ჰქონდა, მაგრამ მან იცის, რომ მასზე იმედებს ვამყარებ".

    არტურისა და ნელსონ სემედუს მომავალთან დაკავშირებულ დასმულ კითხვაზე კი სეტიენმა კონკრეტული პასუხის გაცემას თავი აარიდა.

    "მათი მომავლის შესახებ სათქმელი არაფერი მაქვს. მე ჩვენ წინაშე არსებულ სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული და თითოეული ფეხბურთელი მჭირდება, რადგან არ ვიცით, ჩემპიონატის განახლების შემდეგ, რა სირთულეებთან მოგვიწევს გამკლავება, ფინიშამდე ჯერ კიდევ შორია. მსგავსი საკითხებით სპეკულირება არასწორია, მე იმედს ყველაზე ვამყარებ და ვიმედოვნებ, რომ დარჩენილ 11 შეხვედრაში თითოეული მათგანი თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს", - თქვა 61 წლის სპეციალისტმა. 

    გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" სეტიენის ხელმძღვანელობით ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრას, "მალიორკას" წინააღმდეგ, ივნისის შუა რიცხვებში გამართავს.


    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    პეპ გუარდიოლა ფანი [?]

    23 მაისი 2020 23:40

    მოიყვანეთ და ვნახავთ რაც შეუძლია

    0
    გასულია
    Guro გულშემატკივარი [?]

    23 მაისი 2020 23:07

    ციტატა: me da barca
    რაკიტიჩი რაც იყო იმის ნახევარიც არაა დღეს, ამას თვითონაც კარგად ხვდება, მაგრამ როცა თავმოყვარეობა არ გაქვს და კლუბს იყენებ, ამავე დროს კომფორტულად ხარ ბარსას დონის გუნდში კაი ხელფასით რა თქმა უნდა არ წავა. ვისაც კლუბი უყვარდა და მიხვდნენ, რომ გუნდს უკვე იმდენს ვერ აძლევდნენ, რამდენსაც იმსახურებდა, ადგნენ და გუნდი დატოვეს და ისეთ გუნდებში გადავიდნენ, რომლებიც ბარსას ვერასდროს შეხვდებოდა, ჩავი და ინიესტაზე მაქვს საუბარი. დარწმუნებული ვარ მესიც იგივეს იზამს, ამან კი ბარსა ბოლომდე უნდა გამოწუროს და თუ არ გაუგრძელეს უფასოდ წავა. და ამას ბარსა უყვარს? ამას ფული და კომფორტი უყვარს.

    ინიესტას და ხავის მასკერანოსაც მივამატებდი

    0
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    23 მაისი 2020 19:52

    რაკიტიჩი რაც იყო იმის ნახევარიც არაა დღეს, ამას თვითონაც კარგად ხვდება, მაგრამ როცა თავმოყვარეობა არ გაქვს და კლუბს იყენებ, ამავე დროს კომფორტულად ხარ ბარსას დონის გუნდში კაი ხელფასით რა თქმა უნდა არ წავა. ვისაც კლუბი უყვარდა და მიხვდნენ, რომ გუნდს უკვე იმდენს ვერ აძლევდნენ, რამდენსაც იმსახურებდა, ადგნენ და გუნდი დატოვეს და ისეთ გუნდებში გადავიდნენ, რომლებიც ბარსას ვერასდროს შეხვდებოდა, ჩავი და ინიესტაზე მაქვს საუბარი. დარწმუნებული ვარ მესიც იგივეს იზამს, ამან კი ბარსა ბოლომდე უნდა გამოწუროს და თუ არ გაუგრძელეს უფასოდ წავა. და ამას ბარსა უყვარს? ამას ფული და კომფორტი უყვარს.

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    23 მაისი 2020 19:14

    რა შენს გეგმებში შედის შენ ხომ არ აბარდღალებ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    frenkie dejong21 გულშემატკივარი [?]

    23 მაისი 2020 18:03

    ხოდა ორივემ გააჯვით აქიდან და დაგვასვენეთ ერთხელ და სამუდამოდ

    2
    გასულია
    gurgenidze Culé [?]

    23 მაისი 2020 15:15

    Shen ro barcelonas gegmebshi shedixar egaa problema .

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge