კიკე სეტიენი მესის განცხადებას პასუხობს

  • 23-05-2020, 11:54
  • კიკე სეტიენი მესის განცხადებას პასუხობს

    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი, beIN Sports-თან ინტერვიუში ლიონელ მესის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. კაპიტნის თქმით, "ბარსა" პანდემიამდე ნაჩვენები თამაშით, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა.

    "ამ თემამ გარკვვეული დისკუსია გამოიწვია, თუმცა ვფიქრობ, რომ, ჯამში, ორივემ ვიცით, თუ რას ვგულისხმობთ. რეალობა არის ის, რომ ორივე დარწმუნებულები ვართ, რომ გვსურს და შეგვიძლია მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა. დიახ, რაღაცების გაუმჯობესება ყოველთვის საჭიროა, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საკმარისი რესურსი გაგვაჩნია".

    სეტიენმა ლუის სუარესის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

    "იგი ბოლომდე მზად არ არის. ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. პრაქტიკულად, სხვა ფეხბურთელებთან ერთად თავს ყველაფერს ართმევს, თუმცა ჩანს, რომ სათამაშო ფორმა და დამაჯერებლობა აკლია. უკვე დიდი ხანია არ უთამაშია. ოპერაცია უკან მოვიტოვეთ. ბოლო 2 თვე მისი პროგრესის დაჩქარებას შევალიეთ. არ ვიცი, სამ, ორ თუ ოთხ კვირაში დაბრუნებდა, მაგრამ ჩემპიონატის განახლებასთან ერთად მასაც ვიხილავთ".

    კანტაბრიელი სპეციალისტი, ასევე, სამუელ უმტიტისა და უსმან დემბელეს ტრავმიანობის საკითხსაც შეეხო.

    "ისინი აუცილებლად გამოჯანმრთელდებიან. კარიერაში, შესაძლოა, რამდენიმე ტრავმა მიყოლებით მიიღო. ეს 20 წლის ასაკში მეც გამოვცადე, ჯერ წვივი, შემდეგ მუხლი. ასეთ პერიოდში, ამ ყველაფრის დროულად დამთავრებაზე ფიქრობ.

    დემბელე აუცილებლად გამოჯანმრთელდება, უმტიტის შემთხვევაში მცირე პრობლემაა, ისიც დაბრუნდება და გუნდის დახმარებას შეძლებს", - თქვა 61 წლის სეტიენმა.

    კიკე სეტიენი "ბარსელონას" სათავეში 2020 წლის 13 იანვარს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 12 მატჩი ჩაატარა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Bakero Culé [?]

    23 მაისი 2020 22:29

    სეტიენმა ლუის სუარესის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

    "იგი ბოლომდე მზად არ არის. ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. პრაქტიკულად, სხვა ფეხბურთელებთან ერთად თავს ყველაფერს ართმევს, თუმცა ჩანს, რომ სათამაშო ფორმა და დამაჯერებლობა აკლია. "
    უყურე შენ ერთი სუარესს არ ჰქონია ეხლა თურმე სათამაშო ფორმა და დამაჯერებლობა ! ( 3 ! თვე უთამაშებლობის ფონზე) დანარჩენი ყველა ფორმაშიც ყოფილა და არც დამაჯერებლობა აკლიათ 😂 .....შენი მომყვანის ცენზურა @@@@@@@@@

    0
    გასულია
    Lionel Messi - 10 Culé [?]

    23 მაისი 2020 13:39

    საიდან მოაფიქრდათ ამ ჩოგანი კიკეს დანიშვნა. დაეტოვებიათ სეზონის ბოლომდე ვალოდია და მერე მოეყვანათ სხვა ვინმე. ეს ვალვერდეზე უკეთეს შედეგს ვერანაირად ვერ დადებს ამის გუნდის თამაშს ისევ ვალვერდეს გუნდის თამაში ჯობდა. სულ თუ არაფერი თამაშებს მა8ნც ვაგებდით იშვიათად და ამან საწყის თამაშებში იმაზე მეტი თამაში წააგო ვიდრე ვალვერდემ ორი სეზონის განმავლობაში. თან გუნდიც ისეთი უსუსურია როგორც დაცვაში ასევე შეტევაში რავი. ეს გათახსირებული რეალი რო მოგიგებს მაზილა ვინისიუსით მანდ უკვე ყველაფერი ნათელია ოდნავ კარგი შემტევი გუნდი და გაგვჭიმავენ რომა და ლივერპული მონაგონი იქნება 😑

    9
    გასულია
    Don_Andresito [?]

    23 მაისი 2020 12:42

    რასაც შენ ქადაგებ იმ სტილით ჩემ ფეხებს მოიგებ. 100 უაზრო პასი საკუთარ ნახევარზე და შეტევაში მესი ქენი რამე.. ჭ კლასის მწვრთნელი ხარ

    6
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    23 მაისი 2020 12:36

    აუბი მხარი შე ქლიავო გუნდის მოტივაცია უნდა მაგ განცხადებით დედა რა შტერია ეს ფუიიი

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge