კატალონიელები დარწმუნებულნი არიან, რომ ლაუტაროსა და პიანიჩს გადმოიბირებენ

  • 22-05-2020, 22:49
  • კატალონიელები დარწმუნებულნი არიან, რომ ლაუტაროსა და პიანიჩს გადმოიბირებენ

    მადრიდული გამოცემის, Marca-ს ცნობით, "ბარსელონა" თავის სატრანსფერო სამიზნეებში დარწმუნებულია და თავდაჯერებულია, რომ ლაუტარო მარტინესი და მირალემ პიანიჩი "ბლაუგრანელები" გახდებიან.

    "ნერაძურის" უკანასკნელი ცნობებით, ლაუტაროსთვის თანხის სახით, მინიმუმ 60 მილიონი ევროა საჭირო, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიელები გარიგებაში რომელიმე ფეხბურთელს ჩართავენ. შეგახსენებთ, რომ არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონ ევროს შეადგენს.

    Marca ნახსენებ ტრანსფერში მონაწილეობის პოტენციურ კანდიდატებად ივან რაკიტიჩს, ნელსონ სემედუს, არტურო ვიდალს, ჟუნიორ ფირპოსა და ჟან-კლერ ტოდიბოს მოიაზრებს.

    რაც შეეხება პიანიჩს, ბოსნიელის გადმოსაბირებლად გაცვლა იგეგმებოდა, რომელშიც არტური უნდა ჩართულიყო. თუმცა, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კლუბის დატოვებაზე უარი განაცხადა. მირალემის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    katalomia გულშემატკივარი [?]

    23 მაისი 2020 17:01

    Pianichi raketa busi - s naxevardacvas ro gvayurebios aman movkdebbi sicilit.

    0
    გასულია
    I.S. ფანი [?]

    22 მაისი 2020 23:58

    რა პიანიჩი რის პიანიჩი, ვის ჭირდება მერე?! ჯარისკაცის მამის არ იყოს - "умное слово хочу услышать" დირექტორატიდან...

    1
    გასულია
    nika gela9fcb ფანი [?]

    22 მაისი 2020 23:55

    sezonshi gaitanen 20 ze met gols amas jer araaq gatanili magram egreve gijdebian daacadet raa tan mitumetes amxela tanxebs ixdian ori didi transferi gaaketes da ra arafarii erti sul saswrafos dayavs meores aadgili ver miuchines da gaanatxovres ,erti kai mwvrtneli gvgirseboda sanam leoa

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    22 მაისი 2020 23:54

    პიანიჩი კიბატონო მარა ლაუტაროს გაასხმევინეთ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge