ფოკუსს მიღმა - 22.05.2020

  • 22-05-2020, 23:01
  • ფოკუსს მიღმა - 22.05.2020

    წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

    არტურო ვიდალი

    ცოტა ხნის წინ "იუვენტუსის" მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სადაც არტურო ვიდალზეც ისაუბრა და მის ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულებას ხაზი გაუსვა, რასაც ჩილელი Instagram-ის საშუალებით გამოეხმაურა: "ვერ ვხედავ მიზეზს, ეს ყველაფერი რატომ უნდა თქვა, ამან ძალიან გამაღიზიანა. თუმცა, ჯორჯომ ასევე აღნიშნა, რომ ჩემპიონი ვარ. ისეთ ქმედებებს არასდროს ჩავდივარ, მაგრამ გარეთ გასვლა აკრძალული არ მქონდა. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ". [Goal]

    ბენისიო ბეიკერ-ბოაიტეი

    "ბარსელონა" "ვესტ ჰემის" 16 წლის ნახევარმცველის, ბენისიო ბეიკერ-ბოაიტეისთვის ბრძოლაში ჩაერთო, რომლის სიტუაციასაც ევროპული გრანდები აკვირდებიან. [Football Espana]

    ერნესტო პაოლინო

    "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი, ერნესტო პაოლინო აცხადებს: "მესის "ნერაძურიში" გადასვლა? თეორიულად, შესაძლებელია. კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლის მაგალითი გვაქვს. დღევანდელი საგადასახადო კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებთან მიმართებაში, ვისაც ეკონიმიკური და ბრენდის ინტერესები გააჩნიათ. ლაუტარო შესანიშნავი მოთამაშეა, რომელიც გუნდს სჭირდება, თუმცა მისი სწორ ფასად გაყიდვაც შესაძლებელია. ვფიქრობ, არგენტინელი 120 მილიონი ღირს". [Sempreinter]

    დიეგო ფერნანდეს ტალვერონი

    "სევილიას" ახალგაზრდა ტალანტით, დიეგო ფერნანდეს ტალვერონით "ბარსელონა" და "რეალი" ინტერსდებიან. თავად ფეხბურთელს კლუბის შეცვლა არ სურს. [Football Espana]

    ფილიპე კოუტინიო

    "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფ და ამჟამად "ბაიერნში" იჯარის წესით მოთამაშე ფილიპე კოუტინიოს პრემიერ ლიგიდან ბევრი მსურველი ჰყავს. ბრაზილიელი გადაბარგებას "ჩელსიში" არჩევს. [Football Espana]

    კარლოს სოლერი

    2015 წელს "ბარსელონას "ვალენსიას" ახალგაზრდა ფეხბურთელის, კარლოს სოლერის 1 მილიონ ევროდ შეძენის შანსი ჰქონდა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამჟამად ესპანელი 150 მილიონი ღირს. [Diario Sport]

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Pablos ar abia წევრი [?]

    23 მაისი 2020 01:10

    კოუ უნდა დაბრუნდეს შანსს იმსახურებს change my mind

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge