2 "ბლაუგრანელი" ყველაზე ძვირადღირებული მარჯვენა მცველების ათეულში

  • 22-05-2020, 22:22
  • 2 "ბლაუგრანელი" ყველაზე ძვირადღირებული მარჯვენა მცველების ათეულში

    განაპირა მცველის პოზიცია თანამედროვე ფეხბურთში კიდევ უფრო მეტად ფასეული გახდა, ვიდრე ეს მანამდე იყო. აქტიური პრესინგისა თუ გამჭოლი პასების მხრივ, მათი როლი როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, საგრძნობლად გაიზარდა. 

    ევროპის ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული მარჯვენა მცველების სიაში სერჟი რობერტო და ნელსონ სემედუც მოხვდნენ.

    სერჟი რობერტო

    28 წლის ასაკში ესპანელმა ფეხბურთელმა საკუთარი კარიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაატარა და დასამახსოვრებელი შედეგებიც ნახევარმცველის ნაცვლად, სწორედ განაპირა უკანახაზელის ამპლუაში ყოფნისას დააფიქსირა. იგი ათეულის მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

    სერჟის სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა, მის კონტრაქტს "ბლაუგრანასთან" ვადა 2022 წელს ეწურება.

    ნელსონ სემედუ

    26 წლის ასაკში მყოფი პორტუგალიელი "ბარსას" ძირითადი მარჯვენა მცველობისთვის ჯერ კიდევ იბრძვის. სემედუს შესაძლებლობებისა და პოტენციალის გამო, უამრავი საფეხბურთო გიგანტი მისი შეძენითაა დაინტერესებული.

    სერჟი რობერტოს მსგავსად, მასაც 2022 წლამდე აქვს "ბარსასთან" კონტრაქტი გაფორმებული, სატრანსფერო ფასი კი - 32 მილიონი ევროა.

    ნელსონი "კამპ ნოუზე" მესამე სეზონს ატარებს და ეს წელი, შესაძლოა, მისთვის უკანასკნელიც კი აღმოჩნდეს.

    აღნიშნულ ათეულში ის მე-8 პოზიციას იკავებს.


    მარჯვენა მცველების ტოპ-10 კი სრულად შემდეგნაირად გამოიყურება:

    10. ექტორ ბელერინი ("არსენალი")

    9. რიკარდო პერეირა ("ლესტერი")

    8. ნელსონ სემედუ ("ბარსა")

    7. აარონ ვან-ბისაკა ("მანჩესტერი")

    6. ჟოაუ კანსელუ ("სიტი")

    5. სერჟი რობერტო ("ბარსა")

    4. კაილ უოკერი ("სიტი")

    3. დანი კარვახალი ("რეალი")

    2. ახრაფ ჰაკიმი ("დორტმუნდი")

    1. ალექსანდერ-არნოლდი ("ლივერპული")

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    23 მაისი 2020 16:36

    ციტატა: davidus2020
    მთელი მსოფლიო აღიარებს რობერტის,გარდა საქართველოს ცნობილი სპეციალისტებისა!!???

    დააა რახან ყველაზე ძვირადღილებულ მარჯვენა მცველევში მეხუთეზე გავიდა ეგ იმას ნიშნავს რომ სემედუს ჯობია? და მთელი მსოფლიო აღიარებს? არა ფანების უმეტესობას რობერტო ეზიზღება და არავინ ატიარებს საუკეთესო მსრჯვენა მცბელად არც სემეფუა საუკეთეშო მაგრამ რობერტოს ნამდბილად ჯობია

    0
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    23 მაისი 2020 16:27

    კარვახალის ნაცვლად კიმიხი

    0
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    23 მაისი 2020 11:59

    მთელი მსოფლიო აღიარებს რობერტის,გარდა საქართველოს ცნობილი სპეციალისტებისა!!???

    2
    გასულია
    Don_Andresito [?]

    23 მაისი 2020 02:55

    ციტატა: პენდრაგონი
    კიმიხი?

    ეგ საყრდენად არი განხილული ტრანსფერმარკეტზე

    1
    გასულია
    პენდრაგონი წევრი [?]

    23 მაისი 2020 00:24

    კიმიხი?

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    22 მაისი 2020 23:54

    სერხი რობერტოს მარჯვენა მცველობა მივაცენზურე როგორ არ გაუმართლა სემედუს ვალვერდეს ხელში რო მოხვდა ტიპი დაატორმუზა იმ ცხვირგასიებულმა

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge