შესაძლოა, ნეტუმ კარიერა "ვალენსიაში" განაგრძოს

  • 22-05-2020, 22:03
  • შესაძლოა, ნეტუმ კარიერა "ვალენსიაში" განაგრძოს

    "ვალენსია" "ბარსელონას" ბრაზილიელი მეკარის, ნეტუ მურარას დაბრუნებას გეგმავს, რომელმაც "ღამურათა" რიგები 12 თვის წინ დატოვა.

    Diario Sport-ის ინფორმაციით, ნეტუ, იასპერ სილესენის ჩამნაცვლებლად განიხილება, ვინაიდან, ნიდერლანდელის ("ბლაუგრანას" ყოფილი მოთამაშის) ბედი ჯერ გაურკვეველია.

    კატალონიურ კლუბში მურარა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ზურგის გამმაგრებლის ფუნქციას ირგებს. მან ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კარი მხოლოდ ერთხელ, დეკემბერში დაიცვა და 2 გოლი გაუშვა.

    ნიჭიერ მეკარეს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, თუმცა წყაროს ცნობით, "ვალენსიას" მისი წაყვანა 20 მილიონ ევროდ შეეძლება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    22 მაისი 2020 22:28

    რა უაზროდ დადის წინ და უკან.

    1
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    22 მაისი 2020 22:09

    25-30 მილიონად თავისუფლად შეიძლწბა ამის გაყიდვა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge