სტოიჩკოვი: ლაუტაროს სუარესის სახით დიდებული მასწავლებელი ეყოლება

სტოიჩკოვი: ლაუტაროს სუარესის სახით დიდებული მასწავლებელი ეყოლება

ხრისტო სტოიჩკოვი დარწმუნებულია, რომ ლაუტარო, "ბარსელონაში" გადასვლის შემთხვევაში, წარმატებას მიაღწევს.

"ბარსა" ბოლო თვეების განმავლობაში ცდილობს ფორვარდის ხელში ჩაგდებას და დიდი ალბათობით, ყველაფერი სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დადასტურდება.

"ლაუტარო შესანიშნავი ფეხბურთელია და "ბარსელონაში" ბევრს ისწავლის, მას ლუის სუარესის სახით, დიდებული მასწავლებელი ეყოლება." - განაცხადა სტოიჩკოვმა, Typ Sports-თან საუბრისას.

"მგონია, რომ მესის, გრიზმანს და დემბელესაც მარტივად გაუგებს."

სტოპიჩკოვმა ხაზი გაუსვა ლაუტაროს ხასიათს და თქვა, რომ განსაკუთრებითი აღნიშვნის ღირსია მისი მებრძოლი ხასიათი.

"საქმე მხოლოდ გოლებში არ არის, ის მებრძოლი და კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია, მიმაჩნია, რომ ამ სეზონშივე გვაჩვენებს, თუ რა შეუძლია. მთავარი ის არ არის, ყოველთვის მოუწევს თუ არა თამაში, მთავარია, რომ კონკურენცია ყველასთან შეუძლია."

სათამაშო სტილთან ადაპტაციის შესახებ საუბრისას, სტოიჩკოვმა ხაზი გაუსვა ვარჯიშების მნიშვნელობას.

"მან თავდაუზოგავად უნდა ივარჯიშოს და საკუთარი თავი იპოვოს კლუბის სათამაშო სტილში. "ბარსელონაში" 8 წელი გავატარე, ორივე ფლანგზე მომიწია თამაში და ჩემთვის ეს პრობლემა არ ყოფილა. ყველა შეიძლება გახდეს სასტარტოს ფეხბურთელი, ან პირიქით, სკამზე აღმოჩნდეს, გააჩნია ვარჯიშს როგორ ჩაატარებ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 მაისი 2020 13:08
    0
    არ ჭირდება ბარსას ეს ლაუტარო არაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued