Sport: ტოდიბო "ბარსელონას" პირველი დატოვებს

Sport: ტოდიბო "ბარსელონას" პირველი დატოვებს

Diario Sport-ს სჯერა, რომ "ბარსელონას", მომავალ ზაფხულში პირველი ჟან-კლერ ტოდიბო დატოვებს. კატალონიური გამოცემის ცნობით, ფრანგი მცველი სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე იქნება.

აღნიშნული წყაროს მტკიცებით, ახალგაზრდა უკანახაზელით არაერთი კლუბი ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ "ევერტონის" სახელმა გაიჟღერა.

Mundo Deportivo-ს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელით ასევე "მილანი" და "ბაიერ ლევერკუზენი" ინტერესდებოდნენ. გარდა ამისა, რომელიმე ტრანსფერში ჩართვის შემთხვევაში, შესაძლოა, ტოდიბო მილანის "ინტერში" ან ტურინის "იუვენტუსში" აღმოჩენილიყო. "ბებერი ქალბატონი" ჟან-კლერის შეძენას ჯერ კიდევ მისი "ტულუზში" ყოფნის დროს ცდილობდა.

გავრცელებული ჭორების თანახმად, "ბარსა" ფრანგში 25 მილიონ ევროს მოითხოვს (პლუს 2 მილიონს ბონუსის სახით).

კატალონიურმა კლუბმა ახლაგაზრდა მოთამაშე 2019 წელს 1 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ ტოდიბოს დიდი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. 

ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე სეზონში, "ბლაუგრანას" მაისურით, ჩემპიონთა ლიგაზე 1 მატჩი ჩაატარა ("ნერაძურის" წინააღმდეგ), რომელშიც 8 ორთაბრძოლა მოიგო (მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა "ბარსელონელმა"), 4 ჩაჭრა მიითვალა და 2 დრიბლინგი განახორცილელა, WhoScored-ის მიხედვით კი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელლდა.

20 წლის მოთამაშე 2020 წლის იანვარში გერმანულ "შალკე 04"-ს იჯარით შეუერთდა და "ფენლტინს-არენას" ბინადრების რიგებში 8 დაპირისპირება გამართა. სამწუხაროდ, "დორტმუნდთან" მატჩისას, რომელიც მისმა გუნდმა 0:4 წააგო, ტოდიბომ ტრავმა მიიღო და შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს. Transfermarkt-ი ჟან-კლერს 9 მილიონად აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 21 მაისი 2020 22:14
    0
    არ უნდა გავყიდოთ კაი ბიჭია საყრდენათაც შეუძლია თამაში
    [?]
    #5 21 მაისი 2020 17:51
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    ვაი თქვენს პატრონს ვის ხელშია გუნდი რა მომავლის იგროკს აკარგვინებენ ბარსას

    პროსტა ვინ უნდა იყიდონ მაგ 25ად? ლაციოში როა ლუის ფელიპეა თუ არ ვცდები, 50 ად არის შეფასებული და ერთი მონაცემითაც არ ჯობს ტოდის, პროსტა პრაქტიკა აქვს. უპამეკანოც ვერ მოყავთ რატო უნდა გაყიდონ ეს სრ მესმის. ტიპმა ინტერთან ტოპ პერფორმანსი დადო და ეგრევე გაუშვეს :D
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #4 21 მაისი 2020 16:41
    0
    ციტატა: მურმანი
    ლიგა 8 აგვისტოს იწყება და ზაფხულის ფანაჯარაზე შეძენილი ფეხვურთელები ითამაშებენ ლიგაზე?

    არა რათქმაუნდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 მაისი 2020 16:40
    0
    ციტატა: მურმანი
    ლიგა 8 აგვისტოს იწყება და ზაფხულის ფანაჯარაზე შეძენილი ფეხვურთელები ითამაშებენ ლიგაზე?

    არა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მურმანი
    სტუმარი [?]
    #2 21 მაისი 2020 16:35
    0
    ლიგა 8 აგვისტოს იწყება და ზაფხულის ფანაჯარაზე შეძენილი ფეხვურთელები ითამაშებენ ლიგაზე?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 მაისი 2020 15:52
    2
    ვაი თქვენს პატრონს ვის ხელშია გუნდი რა მომავლის იგროკს აკარგვინებენ ბარსას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued