პიანიჩს თამაში მხოლოდ "ბარსელონაში" სურს

პიანიჩს თამაში მხოლოდ "ბარსელონაში" სურს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მირალემ პიანიჩმა პსჟ-ში გადასვლაზე უარი განაცხადა. ბოსნიელმა, ამის შესახებ, პარიზელთა სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს პირადად აცნობა და დასძინა, რომ მას მხოლოდ "ბარსელონაში" თამაში სურს.

ინტერესი ორმხრივია, თუმცა, კლუბები ვერ თანხმდებიან. როგორც ვიცით, "იუვენტუსს" არტურის ხელში ჩაგდება სურდა, მაგრამ ამ დროისთვის, ეს შეუძლებელია. ვრცელდებოდა განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგრამ მოლაპარაკებები, ჯერჯერობით, წინ ვერ მიიწევს.

ამასთანავე, The Guardian ავრცელებს, რომ პიანიჩის შეძენით, ლონდონის "ჩელსიც" არის დაინტერესებული და "იუვეს" მის სანაცვლოდ ჟორჟინიოს შესთავაზებს, რომელსაც იტალიაში კარგად იცნობენ.

თუ MD-ს ვენდობით, არც ამისგან უნდა გამოვიდეს რამე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 21 მაისი 2020 14:23
    0
    დავიჯერო რაკიტიჩში და ვიდალში არ გაგვიცვლიან?
    წევრი [?]
    #5 21 მაისი 2020 13:45
    1
    არტური ბევრად უკეთესია რად გვინდა მირალემი 🤦‍♂️
    [?]
    #4 21 მაისი 2020 13:39
    1
    ფრენკი ბუსი არტური პიანიჩი იდეალური 4 ულია. არავის ტრავმის არ შეგვეშინდება. თან პიანიჩი ყველა რგოლში თამაშობს ნახევარდაცვაში. აქვს კლასი და არ მესმის ვინც წერს ბარსას სტილის არ არისო. როგორმე რაკიტიჩი შევასაღოთ იქნებ და ცოტა ფულიც დავუმატოთ. რაკიტიჩჩი თავის მხრივ იუვეს დახატავდა. პროსტა წასვლა არ უნდა რაც ბართომეუს დამსახურებაა, ჩამოურიგა ამხელა ხელფასები... და ვერც ხვდება რო გუნდს საერთოდ აღარაფერში ადგება. უთავმოყვარეო, ჩავი და ინი 50 წლის ასაკშიც კი უკეთესები იქნებოდნენ ვიდრე დღევანდელი რაკიტიჩი და ტიპები წავიდნენ როცა დრო იყო. პიანიჩს დღეს მარტო ფაბიან რუისი და აუარიი მირჩევნია ასაკის გამო. მარა ამ კრიზისში მაგათში გადასახდელი 80 მილიონი გუნდს არ აქვს და პიანიჩს იაფად დავითრევდით. ისე ლიონი ლიგაზე არ იქნება და აუარის ხელში ჩაგდებაც ღირს. ცდა მაინც. ბუსი არტური ფრენკი ალენია და თუნდაც პიანიჩი საკმარისია. პუჩი გააიჯარონ თუ უნდათ. მატეუსიც და პედრის მე დავტოვებდი, მაგრად მაინტერესებს პირველ გუნდს როგორ მოერგება.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 21 მაისი 2020 13:35
    4
    არტური არ მემეტება,თორე ისე ნორმალურია პიანიჩი.
    Culé [?]
    #2 21 მაისი 2020 12:49
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    გაუცვალეთ რაკიტიჩში ან ვიდალში თუ არადა დაახვიონ

    ან ორივეში :D :D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 მაისი 2020 11:16
    2
    გაუცვალეთ რაკიტიჩში ან ვიდალში თუ არადა დაახვიონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued