მარიო კემპესი: ლაუტარო მარტინესი სუარესის ადგილს ვერ დაიკავებს

მარიო კემპესი: ლაუტარო მარტინესი სუარესის ადგილს ვერ დაიკავებს

ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, მარიო კემპესს, ეჭვი ეპარება იმაში, რომ მილანის "ინტერის" შემტევი ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" ლუის სუარესის შესაცვლელად მზადაა.

"არ ვიცი, კარგი მატადორი იქნებოდა თუ არა ლაუტარო, მაგრამ, თუ მარტინესი "ბარსაში" თავს კარგად წარმოაჩენს, ყველა იტყვის, რომ ის სუარესის ჩამნაცვლებელია. თუმცა, ლუისი არ მომკვდარა. ურუგვაელი ძლიერი და ძალიან თვითკრიტიკული ფეხბურთელია. სუარესი ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომელიც არასდროს ნებდება. ის მოედანზე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ლაუტარო, შესაძლოა, "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი შენაძენი აღმოჩნდეს. ამას არ უარვყოფ. ის ახალგაზრდა, ძლიერი ბიჭია, რომელიც კარგად თამაშობს. მას შესანიშნავი საგოლე ალღო აქვს. ყველა ამბობს, რომ მარტინესი სუარესის ალტერნატიული ვარიანტი ან მისი შემცვლელია, მაგრამ ის ლუისის ბუცებს ვერ მოირგებს. ურუგვაელს კიდევ რამდენიმე წელი დარჩა", - აცხადებს კემპესი RAC1-თან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 მაისი 2020 22:22
    12
    ლაუტარო სუარესის დონემდე ვერასოდეა ვერ მივაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued